Babajana
წყარო: ipn.ge, 14 აპრ 2018, ნახვები: 2686, კომენტარი: 2
aSS mouwodebs ruseTs  Secvalos saqarTvelos afx
photo © ipn.ge  
აშშ მიესალმება საქართველოს სამშვიდო ინიციატივებს და მოუწოდებს რუსეთს, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია.
ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას გამოსვლის საპასუხოდ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებაში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი მიესალმა საქართველოს ახალ სამშვიდობო ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ვაჭრობის, განათლებისა და სხვადასხვა სერვისებზე წვდომის შესაძლებლობების გაზრდის გზით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"აშშ-ის წარმომადგენელმა დაგმო საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და ცხედრის გადაცემის პროცესის გაჭიანურება. მისი განცხადებით, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საერთაშორისო მექანიზმების შექმნის დაუყოვნებლივ აუცილებლობას, ადგილზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
თითქმის 10 წლის განმავლობაში, რუსეთი ცდილობს შექმნას ალტერნატიული რეალობა. მაშინ, როცა საქართველო ეძებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩართულობის შესაძლებლობას, რუსეთი მიმართავს ორ ფიქტიურ
„ქვეყანასთან“ ურთიერთობის ხრიკს, რათა განახორციელოს მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს რეგიონების კონტროლი და ოკუპაცია. ჩვენ გავაგრძელებთ ეუთოს მუდმივი საბჭოსა და სხვა ფორმატების გამოყენებას, რათა რუსეთმა პასუხისმგებლობა აიღოს მის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის და გამოვააშკარაოთ რუსეთის მცდელობები, დაამახინჯოს სიმართლე და შეცვალოს ისტორია. აშშ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავის ძალები ომამდე არსებულ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და შეცვალოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოჩვენებითი აღიარება. აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“,- ნათქვამია აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის განცხადებაში.
  • რეგისტრაცია: 30.09.2016
  • სტატუსი:  offline
^
ტრამპ!!! ერთი ორი ჭკვიანი რაკეტა, ცხინვალის და აფხაზეთის ბაზებსაც მოუხდებოდათ, მეტი აღარ გაქვთ რომ ჩვენი მტერი დაწყნაროთ!?
  • რეგისტრაცია: 24.02.2014
  • სტატუსი:  offline
^
Америка Русеттан гиа агресиазе Ар цава манам, санам Сакартвелос мхридан Ар гахмовандеба квела ис сисадзагле, расац Русети гиад, ту дапарулад(халхисган) ам мтавробастан ертад, ецева чвени квекнис мимарт. Мас ара аквс дасакрдени ам квеканаши, ромлис дахмаребитац гаамартлебда сакутар сакциелс русетис мимарт. ГАЕРО вер гаамартлебс мис кердзо инициативебс да амитомац Ар аиткивебс зедметад тавс. Америкис ара мосурне квекнебс, исетебо, рогоребиц аривн Чинети, Ирани да Кидев ис квекнеби, ромлебиц гарегнулад цдилобен датовон мегобрулобис штабечдилеба, ертхмад гамовлен "Америкули агресиис" цинаагмдег. Исе, ром мтлад егре адвили Ар арис мостхово "памперсебит моммарагебел" квеканас, тави гакос кулпши мат гулиствис, ромлебис арц ту исе цота нацили, Америкас абралебс сакутар убедкр хведрс. Ес квелапери, америкелебма чвензе укетесад ициан да джерджеробит сигналебс гвацодебен -"адек мушав гаигвидзе, ну гдзинавс шеен, ну хвринав шеен!"
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005