Babajana
წყარო: tabula.ge, 14 აპრ 2018, ნახვები: 1441, კომენტარი: 0
donald trampma siriaze Tavdasxmis brZaneba gasca
photo © tabula.ge  
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სირიაზე თავდასხმის ბრძანება გასცა.
"მე ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს ვუბრძანე, რომ თავს დაესხნენ ყველა იმ სამიზნეს, რომელიც ასოცირებულია ქიმიური იარაღის მფლობელ, სირიელ დიქტატორ ბაშარ ალ-ასადთან." - თქვა დონალდ ტრამპმა.
ტრამპისვე თქმით, თავდასხმა საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან კოორდინაციაში განხორციელდა, საერთო მიზნის მისაღწევად "რათა მძლავრი წინააღმდეგობა გავუწიოთ ქიმიური იარაღის შექმნასა და გავრცელებას."
"ამერიკის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის კომბინირებული პასუხი ამ დანაშაულზე, ჩვენი ეროვნული სიძლიერის ყველა ინსტრუმენტს მოიცავს: სამხედროს, ეკონომიკურსა და დიპლომატიურს." - თქვა დონალდ ტრამპმა. აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სირიაზე თავდასხმა იქამდე გაგრძელდება, სანამ არ შეწყდება ქიმიური იარაღის გამოყენება.
"ჩვენ მზად ვართ იქამდე გავცეთ სირიის რეჟიმს პასუხი, სანამ ისინი არ შეწყვეტენ აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას." - თქვა დონალდ ტრამპმა.
გამოცემა Reuters-ის ცნობით, თვითმხილველებმა სირიის დედაქალაქ დამასკოში აფეთქებების ხმა გაიგეს, მათივე თქმით ქალაქის სამხრეთ ნაწილი კვამლშია გახვეული.
სირიაში 8-9 აპრილს გამოყენებული იქნა ქიმიური იარაღი, დიდი ალბათობით საუბარია მაღალ ტოქსიკურ ნივთიერება ზარინზე. შეტევის შედეგად გარდაიცვალა 70 მშვიდობიანი მოქალაქე, 500 ადამიანი კი მოიწამლა.

დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005