Babajana
წყარო: ipn.ge, 14 თებ 2018, ნახვები: 1569, კომენტარი: 0
rebeka harmsi - CrdiloeT rein-vestfaliis mTavro
photo © ipn.ge  
გერმანელი ევროპარლამენტარის, რებეკა ჰარმსის განცხადებით, გაოცებული დარჩა გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმების მოთხოვნის დაყენებით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავად რებეკა ჰარმსმა განუცხადა.
"სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვიყავი ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობის ჩარევით ამ საკითხში. მე უკვე ვესაუბრე საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებს აღნიშნულ საკითხზე. ჩვენ გამოვიკვლევთ ამ საკითხს. რამდენადაც ვიცი, საუბარია რამდენიმე ასეულ შემთხვევაზე. ვფიქრობ, ჩვენ გამოვძებნით გადაწყვეტილებას. სამასამდე შემთხვევა, რომლის უკან შესაძლოა კრიმინალური საქმიანობა იყოს, შეიძლება გადაწყდეს. ჩვენ არ უნდა ჩავაყენოთ საფრთხის ქვეშ უვიზო მიმოსვლის შეთანხმების მდგრადობა. თუ პრობლემა არსებობს და ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მიწის მინისტრი ამბობს, რომ პრობლემა არის, ჩვენ ეს პრობლემა უნდა გამოვიკვლიოთ და გამოვძებნოთ მისი გადაჭრის გზები, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ხარჯზე, ვისაც სურს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით სარგებლობა“, - განაცხადა რებეკა ჰარმსმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.
გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს. რეგიონის მთავრობა აღნიშნულის მიზეზად საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას ასახელებს და მკაცრი ზომების მიღებას ითხოვს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ბავშვთა, ოჯახის, ლტოლვილთა და ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა იოაჰიმ შტამპმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების კამპანია უკვე წამოიწყო.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005