BABAJANA

წყარო: ipn.ge, 12 თებ 2018, ნახვები: 1354, კომენტარი: 4
giorgi margvelaSvili - sazogadoebaSi arsebuli
photo © ipn.ge  
საზოგადოებაში არსებული აგრესიის მაღალი დონე და განსხვავებულის მიუღებლობა, ყველას ზრუნვის საგანს უნდა წარმოადგენდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციაზე „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ ვდგავართ მართლაც რთული გამოწვევების წინაშე, როგორც საზოგადოება მთლიანად, ასევე რელიგიური კონფესიები და სახელმწიფო. როცა ჩვენ გულწრფელად ვმსჯელობთ და ერთმანეთს ვუზიარებთ დარდს არსებული პრობლემების თაობაზე, ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველას თავისი განვითარების გზა აქვს, არის საკითხები, რომელშიც ჩვენ ყველანი ვთანხმდებით და ყველას ზრუნვის საგანს წარმოადგენს. რა არის ეს საკითხები? - პირველ რიგში, ეს არის ჩვენს საზოგადოებაში არსებული მაღალი აგრესიის დონე, განსხვავებული მიუღებლობა, მზაობა, რომ განსხვავებული დათრგუნო და ხშირ შემთხვევაში გაანადგურო კიდეც. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქე ამ თვალსაზრისით არ იყოს ორიენტირებული აგრესიაზე და სხვის განადგურებაზე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დაბნეულ და ღირებულებამოშლილ გარემოში ჩვენი მოქალაქე არ იყოს უიმედოდ, ხედავდეს თავისი ცხოვრების ლოგიკურ მიზანს, არ იყოს ისეთ გარემოში, რომელშიც ხვალინდელი დღე უპერსპექტივო ჩანს. ეს მხოლოდ ეკონომიკურ და ყოფით პირობებზე არ არის დამოკიდებული - სულიერი უიმედობა ბევრად უფრო რთულია და ბუნებრივია, ეკლესიაც, ძირითადი საზოგადოებრივი ჯგუფებიც და სახელმწიფოც არის მოწოდებული იმისთვის, რომ ეს ყოფა მოქალაქისთვის გახადოს იოლად გადასატანი, აჩვენოს და დაუსახოს მიზანი",- განაცხადა საქართველოს პრეზოდენმა. მისი თქმით, ყველასთვის მნიშვნელოვანია, მოქალაქეები არ კარგავდნენ შემოქმედებით უნარს და ამ უნარით განაპირობებდნენ როგორც საკუთარი ოჯახის, ასევე ჯამურად, სახელმწიფოს კეთილდღეობას.
"სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ვაღწევთ სასურველს და ხშირად ვხედავთ, რომ ვერ ვახერხებთ ვერც აგრესიულობის გადატანას პოზიტიურ გარემოში; ხშირად იმედგაცრუება და ხვალინდელ დღეზე ხელჩაქნეულობა განპირობებულია საბოლოო მიზნის დაუნახაობით. ყოველივე ეს, ჯამში ასუსტებს როგორც ჩვენს საზოგადოებას, ასევე სახელმწიფოს და ეკლესიას",- განაცხადა პრეზიდენტმა.
loading...
  • რეგისტრაცია: 28.01.2014
  • სტატუსი:  offline
^
ჩხირები ხომ არ დაგიბლაგვდა. ზღაპრები იმ ზოოპარკის ბინადრებს მოუყევი ვინც დაგნიშა. მანახე ერთი ფაქტი რომ ან ეკლესია ან სახელმწიფო და საზოგადოების ის ჩარეცხილი ინწელიცია საერთოდ ვინმეზე ზრუნავდეს. პოზირება არ გიშველის ისტორიაში შეხვალ როგორც ჩხირებიანი ღამურა. შეიწყალე ყველა პატრიოტი და გამოუშვი თუ რამის ტრაკი გაქვს. ქურდების და ყაჩაღების შეწყალებამ დააქცია ხალხიც და ქვეყანაც. აგრესიის სათავე, შენი საქციელებიდან გამომდინარე შენც ხარ და შენი დამსმელიც. თითი კი არ უნდა გაიშვირო უკან უნდა ითხარო და თან სარკეში ჩაიხედო. აგრესორი აგრესიის ჩამდენი კიარაა მარტო შენისთანა და შენი შემქმნელი არქიფოც გონებით იმპოტენტი აგრესიის წყაროები ხართ.
ხალხმა კი იოცნებეთ თვალებდახუჭულებმა მანამ სანამ ცოცხს არ შეიგრძნიბთ. თუმცა მაზოხიზმიც გვჩვევია და ამასაც გაგებით მოეკიდებით.
  • რეგისტრაცია: 27.11.2017
  • სტატუსი:  offline
^
მარგველაშვილი:
"... დაბნეულ და ღირებულებამოშლილ გარემოში... არსებული მაღალი აგრესიის დონე..."
პეზიდენტი არაფერს ამბობს იმაზე, თუ რამ ან ვინ წარმოშვა ეს "ღირებულებამოშლილი აგრესიული" გარემო. ეს ხომ მისი პრეზიდენტობის დროს მოხდა და თვითონაც ხომ არის პასუხისმგებელი?

მარგველაშვილი:
"...ეკლესიაც და სახელმწიფოც არის მოწოდებული იმისთვის, რომ ეს ყოფა მოქალაქისთვის გახადოს იოლად გადასატანი...".
აქ პრეზიდენტი პირდაპირ მოუწოდებს ხალხს, რომ გაგებით მოეკიდონ ღირებულებების მოშლას და აგრესიას, შეეგუონ და როგორმე გადაიტანონ. ეკლესია დაეხმარება ხალხს გაჭირვების მოთმენაში - "მოთმინებითა შენითა მოიპოვე სული შენი". არაფრის შეცვლა არ არის საჭირო.

მარგველაშვილი:
"...იმედგაცრუება განპირობებულია საბოლოო მიზნის დაუნახაობით".
აქ პრეზიდენტი არ აზუსტებს თუ რატომ ვერ ხედავს ხალხი საბოლოო მიზანს?
იმიტომ, რომ ასეთი მიზანი არ არსებობს თუ იმიტომ, რომ ხალხი ვერ ხედავს არსებულ მიზანს. არც იმას ამბობს თუ რამ გამოიწვია იმედგაცრუება.

ნამდვილად ვაჟკაცობა არ ყოფნის პრეზიდენტს, რომ დაასახელოს მიზეზი და თქვას სიმართლე. ფილოსოფიურ აზროვნებაშიც მოიკოჭლებს "ფილოსოფოსი" პრეზიდენტი. მიზეზობრივ-შედეგობრივ კავშირებსაც ვერ ხედავს და ლოგიკაზეც მწყრალად არის.
თუმცა, ასეთი პრეზიდენტი სრულიად შეესაბამება ქოცების წარმოდგენებს. ბატონი ბიძინა იყოს კარგად, თორემ "პლასტელინა" პრეზიდენტი ვის აინტერესებს. შეაგროვებს ბიძო ხეებს და იცოცხლებს 160 წელიწადი. ამაზე მეტი იმედი რაღად გინდა?
  • რეგისტრაცია: 24.02.2014
  • სტატუსი:  offline
^
Кетеван, марто важкацоба? Ис арис знеобривад деградиребули вирешмака, мас шеидзлеба маинц да маинц Ар усакведуро, тависи министробис периодши Каха Бендукидзис университетиствис авторизациис шецквета, исеве, рогорц мравали миснаирс, радган ис ико Бидзинас давалебебебис шемсрулебели, маграм игиве кацисган мдзиме мосасмениа магал материебзе лапараки. Ис икцева рогорц Волски-комунистури идеологи, ромелсац евалебода халхи агезарда натели момавлискен цинсвлис идеебит, рац тависдрозе, арц ту цудад гамосдиодат. Саинтересоа, ратом Ар екитхебиан ам "кетилшобилури, квекнис садараджозе мдгом раиндс" амогледжил хеебса да гаверанебул гаремозе? Миси квела гамосвла арис "вокруг да около", витом ихилавс сакитхс, маграм вер бедавс сакутари мовалеобис шесрулебас, рогорц квекнис метаури да урцхвад ацхадебс, ром мас уплеба-мовалеобеби аквс мкветрад шеквецили. Ерти ситквит, умджобесиа гамокветили КОЦИ, видре ес, шепарули коци, рогориц арис ис да Европули Сакартвелос (Еврокоцебис)политсабчос цевреби-"мокваре мтери ковели, мтертаган упро мтериа!"
  • რეგისტრაცია: 27.11.2017
  • სტატუსი:  offline
^
Temuri მართალი ხარ - მარგველაშვილი თაღლითია, მაგრამ კომუნისტების დროს პროპაგანდისტად არ დანიშნავდნენ, რადგან თაღლითობის დონეც არ უვარგა. "ვირეშმაკა" უფრო შეესაბამება.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005