Babajana
წყარო: ipn.ge, 12 იან 2018, ნახვები: 673, კომენტარი: 3
sapatriarqo msubuqi narkotikebis dekriminaliz
photo © ipn.ge  
საქართველოს საპატრიარქო ნარკომანიის საკითხებზე საზოგადოებრივი განხილვის ინიციატივით გამოდის, რომელშიც მონაწილეობას ხელისუფლების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, ექიმები, იურისტები, სასულიერო პირები, ადამიანის უფლებადამცველები, ჟურნალისტები, პედაგოგები, ასევე, ინტელიგენცია და სამართალდამცველები მიიღებენ. როგორც საპატრიარქოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დისკუსიის მიზანია, ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს.
„როგორც ცნობილია, გასული წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა, რამაც საზოგადოებაში აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია და აღნიშნულ საკითხს, ზოგადად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც შეეხო ,,საშობაო ეპისტოლეში”.
ვინაიდან პარლამენტში ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრები კვლავ გრძელდება, გვინდა დამატებით განვაცხადოთ შემდეგი: მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ნარკოტიკების მოხმარება მძიმე ცოდვაა, მაგრამ საქართველოს საპატრიარქო არასოდეს უჭერდა მხარს და არც ახლა ეთანხმება ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას. მაგრამ ვიდრე აღნიშნული განხორციელდება, ჩვენის აზრით, საჭიროა შემდეგი საკითხების დროულად გადაწყვეტა:
ა) ეკლესია ყოველთვის მკვეთრი ღონისძიებების გატარების მომხრე იყო ნარკოტიკების გამავრცელებელთა მიმართ, რადგან ეს არის დანაშაული ერის წინაშე და ამ ქმედებას სახელმწიფო მთელი სიმკაცრით წინ უნდა აღუდგეს, რაც დამატებით რეგულაციებში უნდა აისახოს;
ბ) ჩანს რომ, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები ამ ეტაპზე მზად არ არიან მოსალოდნელი ნეგატიური ტენდენციების კონტროლისათვის და ყველამ თავისი ხედვა უნდა წარმოადგინოს;
გ) აუცილებელია, ოჯახის წევრები და, განსაკუთრებით, ბავშვები დაცულნი იყვნენ ნარკოდამოკიდებული წევრის მავნე გავლენისაგან;
დ) ქვეყანაში არ არის სათანადოდ მოწყობილი სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებს გამოსწორების საშუალება ექნებათ და ეს მდგომარეობა მალე უნდა შეიცვალოს;
ე) ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით საჭიროა მედია საშუალებების აქტიური ჩართულობა, რომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი;
ვ) აუცილებელია სასწავლებლებში სპეციალური კურსის შემოღება, რომ, პირველ რიგში, ახალგაზრდობამ გააცნობიეროს, ნარკოდამოკიდებულებების შემთხვევაში, რას უქადის მათ ხვალინდელი დღე და შეექმნათ უარყოფითი განწყობა;
ზ) უნდა გამკაცრდეს ზომები, აღნიშნული ნარკოტიკების უკანონო შემოტანასთან, გავრცელებასთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და განსაკუთრებით არასრულწლოვანთა წრეში მის მოხმარებასთან დაკავშირებით;
თ) აუცილებელია, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, განისაზღვროს ნარკოდამოკიდებული ადამიანების სამუშაოთი უზრუნველყოფის საკითხი და სხვა.
კანონპროექტის წარმოდგენილ ვარიანტში კი ეს მიმართულებები არ არის ასახული, რაც მისი განხილვის შეჩერების აუცილებლობაზე მეტყველებს.
ამასთან, საჭიროდ მიგვაჩნია, მოეწყოს აღნიშნული თემის ფართო, საზოგადოებრივი განხილვა ხელისუფალთა, ფსიქოლოგების, ექიმების, იურისტების, სასულიერო პირთა, ადამიანის უფლებადამცველების, ჟურნალისტების, პედაგოგთა, საერთოდ ინტელიგენციის, სამართალდამცავთა და სხვათა ჩართულობით, რათა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
  • რეგისტრაცია: 29.01.2014
  • სტატუსი:  offline
^
რა საოცარია სადამდე გაუბერა ეკკესიამ თუ ხედავთ?
მართმადიბელ სარწმუნიებასთან გვაქვს საქმე თუ მართმადიდებელ პოლიტიკურ პარტიასთან? ვინ კითხავთ რელიგის წარმომდგენლებს
კანონლდებლიბაში რა უნდა იყოს და რა არა? ირანი ვართ თუ ავღანეთი?
იქნებ ქალებს შავ კაბებში და შავ თავშალით სიარულიც დაუწესონ და კაცებს ანაფორები! დღევანდელი უმრავლესიბა მამაოების ნახიშტარი, კაგებეშნიკი და ნარკომანების თავშესაფარი და რებილიტაციის ცენტრია . რათქმაუნდა ყველა არ მაქვს მხედველიბაში. ბიზნესებსაც აკეთებენ მილიონებსაც ატრიალებენ შავი ჯიპებითაც დადიან უცხოეთში სამკურნალითაც დადიან. ერთხელ მაინც დააოურეს უპატრინო და უსახლკარო ბავშვები? და ეხლა კანონების მიღებაც უნდათ და ქვეყნის მართვაც. მკლეთ ცოცხნება ბოლომდე რუსული მართველობის კოოირებას აკეთებს იმის იმედით რომ ხელისუფლებაში სამუდამოდ იქნებიან. და ქვეყანას და ხალხს კეთილებიც მოს@ყვნიათ. ამ ურა პატრიოტული რიჟა ბაზარით კაგებეს ნარატივს ქადაგებენ და არა ქრისტიანობას.
  • რეგისტრაცია: 24.04.2012
  • სტატუსი:  offline
^
Muxraneli ჭორღასტანის გაერთიანებული საემიროები ვართ. wink
  • რეგისტრაცია: 24.02.2014
  • სტატუსი:  offline
^
Мартлац да, ам Еклесиис мсахуребс винга екитхеба, ту секулиарули квекана варт? Дгес кидев мукара даицкес, ром халхс гамоикванен кучаши. ес арис шедеги ганатлебис системис уваргисобиса, роца патриарки гаунетлеблобас мет упиратесобас акенебс. Асети рам дасавлетши намдвилад вер гамоува еклесиас, ак ки ра хдеба? Ковелцлиурад еклесиа сазогадоебрив мауцкебелтан ертад 100 милионзе мет дапинансебас гебулобен да амастан емсахуребиан Сатанас, машин роца, халхс операциебс вер упинансебен, пенсиебс Ар зрдиан, бавшвеби шимшилобен да асе шеидзлеба усасрулод гавагрдзелот. Ам квелаприс фонзе гамодиан министреби да камеребтан тавс ицонебен. Сергеенкос уцкебас, рац упро узрдиан дапинансебас, мит упро изрдеба уимедот, ФБ-иса да Гмертис амарат дарченили халхис раоденоба, ромлебсац мкурналобас Ар упинансебен. Дасавлетс ром шевадаре, имас вгулисхмобди, ром ик халхи гамовидода да мтавробас аидзулебда, шеецквита ес мтацеблури цховребис цеси да даецко халхзе зрунва. Да кидев ерти, метад мнишвнеловани рам: дгес Каладзем тависи танашемцеебис хелпасеби гааормага да "пиробац дадо", ром премиебс дамсахуребис михедвит гасцемда. Цармоденадац мдзимеа ес маразми-танашемцис хелпаси ико 2,8 атаси, ман гахада 6,3 атаси да дамсахуребисамебр мисцемс премиебсац мериис танамшромлебс. Ес рогори аритметикаа-зогиертебс квелапери; схвебс кидев-арапери. ес арис иранизациа еклесиис мхридан да Чрдило Кореезациа мтавробис мхридан да ам квелаприс фонзе халхи упро да упро чмордеба, расац агарц Дасавлети да агарц Америка малавс👹💰🤑👺🗣👎🏿👃
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005