Babajana
წყარო: rustavi2.ge, 11 იან 2018, ნახვები: 2857, კომენტარი: 2
mixeil saakaSvilma skandaluri dokumente
photo © rustavi2.ge  
მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა კიევის სააპელაციო სასამართლოში გადაიდო. 3 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და პროცესი 19 იანვრამდე გადადო. აღნიშნული შუამდგომლობა დაცვის მხარემ იმის გამო დააყენა, რომ დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდნენ რადას ის დეპუტატები, რომლებიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს თავდებში უდგებიან. თავად ბრალდებულმა კი, პროკურატურა სიმართლის დაფარვაში დაადანაშაულა. მიხეილ სააკაშვილმა სკანდალური დოკუმენტები წარადგინა. მისი თქმით, იანუკოვიჩმა ფული პოროშენკოს ფინანსისტების დამხარებით, უკრაინიდან გაიტანა და ახლა პროკურატურა ცდილობს, ამ დანაშაულს სააკაშვილის სახელი დაუკავშიროს.
"ამ საქმეს ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მოვიგებთ, მოვიგებთ არა მხოლოდ იმით, რომ მე გამამართლებენ, არამედ იმისთვის, რომ მათ მარცხი განიცადონ და სასამართლომდე მოვიყვანოთ. გუშინ გამოქვეყნებული დოკუმენტის შემდეგ, რომელიც ქვეყნიდან იანუკოვიჩისა და კურჩენკოს მილიარდნახევრის გატანას ეხება, ვერავინ დამაჯერებს, რომ თვითონ პოროშენკო არ მონაწილეობა ამ ყველაფერში, რადგან ბატონი გონტარევი არის პრეზიდეტის მარჯვენა ხელი. პასინიუკის მეშვეობით კი, პოროშენკოს ყველა ფინანასური ტრანზაქცია ხორციელდება. შეუძლებელია, რომ პოროშენკო ამ ყველაფრის კურსში არ ყოფილიყო.
"მე ვადანაშაულებ პრეზიდენტ პოროშენკოს, რომ მან პირადად გასცა სანქცია თანხის საზღვარგარეთ გატანაზე. გონტარევის კომპანიამ ამისთვის პროცენტი მიიღო. არის "ატკატის" არაოფიციალური პროცესები, რომელიც გამოძიებამ უნდა დაადგინოს. საქმე გვაქვს ფართომასშტაბიან აფიორასთან და დანაშაულის დაფარვასთან. ნუთუ არაფერია საეჭვო იანუკოვიჩთან დაკავშირებული ასეთი მასშტაბის ტრანზაქციასთან. ამ საქმეს ცუდი სუნი ასდის. თავხედობა ჰყოფნით და მე მასამართლებენ. ეს არის უმაღლესი ხარისხის აბსურდის თეატრი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის განხილვის გადადებას გამოეხმაურა.
"ეს არის პროცედურული გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ სრულიად ლოგიკურად მიიღო. მოსამართლემ სამართლიანად დააკმაყოფილა სხდომის გადატანის შესახებ ჩვენი შუამდგომლობა,“ - განაცხადა ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ.
  • რეგისტრაცია: 24.04.2012
  • სტატუსი:  offline
^
Саакашвили. "Янукович вывел 1.5 млрд. через личных финансистов Порошенко!"
Опубликовано: 11 янв. 2018 г. wink lol

https://www.youtube.com/watch?v=nL-KyRR68-8&t=211s
  • რეგისტრაცია: 27.11.2017
  • სტატუსი:  offline
^
ძალიან ეფექტურად მუშაობენ რუსეთის ჩეკისტები.

მაიდანის რევოლუციის შემდეგ იანუკოვიჩის მაგივრად ისევ თავის კაცი აარჩევინეს უკრაინელებს. პოროშენკო კარგად იყო შენიღბული, მაგრამ სააკაშვილმა გახსნა ეს სიტუაცია.

საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგაც იგივე სიტუაცია იყო. სამი ლიდერიდან ორი ისევ რუსეთის აგენტი აღმოჩნდა. ბურჯანაძე და ჟვანიაც კარგად იყვნენ შენიღბულები, მაგრამ სააკაშვილმა ესეც გამოაშკარავა.
მოკლედ, ეს სააკაშვილი ყელში ყავთ გაჩხერილი ჩეკისტებს - ხელს უშლის მათ რომ იბატონონ უკრაინაში და საქართველოში.

ჩეკისტები ან მოიშორებენ სააკაშვილს და საბოლოოდ დაეუფლებიან ამ ქვეყნებს ან ხალხი გაერთიანდება და ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად მოიპოვებენ თავისუფლებას.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005