Babajana
წყარო: ipn.ge, 11 იან 2018, ნახვები: 1801, კომენტარი: 3
Kronen Zeitung - Temirlan maCalikaSvilis ven
photo © ipn.ge  
თემირლან მაჩალიკაშვილის ავსტრიაში სამკურნალოდ გადაყვანა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა შეაჩერა, - ამის შესახებ ავსტრიული გამოცემა Kronen Zeitung წერს.
გამოცემის ინფორმაციით, უკვე დაგეგმილი თბილისი-ვენას რეისი სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰერბერტ კიკლმა გააუქმა.
"დიახ, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება: ჩვენთვის ძალიან სარისკო იყო „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებული ტერორისტის ავსტრიაში ჩამოყვანა, ვინაიდან ვენაში მის მკურნალობას, შესაძლოა, შიდა უსაფრთხოებისთვის დიდი საფრთხე შეექმნა. რა თქმა უნდა, პოტენციურ ტერორისტებს ქვეყანაში ვერ შემოვუშვებთ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ტერორიზმში ეჭვმიტანილებს ავსტრიაში არ ვუშვებთ, ეს სამედიცინო მკურნალობასაც ეხება“, - განაცხადა ჰერბერტ კიკლმა.
Kronen Zeitung-ის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილი მხარს უჭერდა ავსტრიაში ცნობილ ისლამისტ ფანატიკოსს ახმედ ჩატაევს.
"ჩატაევი ვენაში 2003-2011 წლებში ცხოვრობდა, შემდეგ კი ცოლი და ხუთი შვილი მიატოვა და სირიაში საომრად გაემგზავრა. სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, ამ პერიოდში ჩატაევმა სოციალური დახმარების სახით ავსტრიისგან 80 000 ევრო მიიღო“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და გუშინ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
  • რეგისტრაცია: 17.07.2014
  • სტატუსი:  offline
^
Kako Peranidze ჩვენ ვებრძვით ტერორიზმს!!!!!
---------------
აგვიხსენი ვინ თქვენ? ვინც ჩატაევი გამოუშვა?
  • რეგისტრაცია: 17.07.2014
  • სტატუსი:  offline
^
Gia Bocho მაგარი უტვინო კაცი ჩანხარ.რას უნდა შეეგუო? ამას მონობას მიჩვეული ადამიანის გარდა არავინ არ იტყვის. მიშა და გრიშა არ არის მთელი ერი, შორიდან კი არ უნდა კაკანებდე, თუ რამის თავი გაქვს ჩადი და მიხედე, მაგრამ ჯერ ხომ შენი თავია მთავარი და მერე საქართველო. ცას კიტრად ვერ შეებმევი, შენი შვილები და შვილიშვილები კარგად ვერ მოგიხსენიენებენ მაგ მონური ხასიათის გამო.არ დაიწყო თავის მართლება, მე სულ არა მჭირდება ეს, ვინცა ხარ ყველოამ კარგად დაგინახა.
  • რეგისტრაცია: 24.02.2014
  • სტატუსი:  offline
^
Хинкала, ра арис ак гаугебари?-Чвенао, чвенао!- ром ара "чвенао", чатаеви мтелс квеканас алкас шемоарткавда, аки ецдебиан, ром маг мхрив цаикванон чвени азровнеба да мат патриотизмши ечви Ар шевитанот.👹💰🤑👺👻😈🐀💩🙊👎🏿
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005