Babajana
წყარო: rustavi2.ge, 06 დეკ 2017, ნახვები: 1296, კომენტარი: 2
oficialurad Zebnili mixeil saakaSvili mTeli
photo © rustavi2.ge  
მიხეილ სააკაშვილი დღეიდან ოფიციალურად ძებნილია. „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის ფოტო უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ვებგვერდზე საგანგებო კატეგორიაში განათავსა - პერსონებში, რომლებიც სამართალდამცველებს ემალებიან.
სამინიტროს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ მიხეილ სააკაშვილი 2017 წლის 5 დეკემბერს გაუჩინარდა. გაუჩინარების ადგილი ქალაქი კიევია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ცხელი ხაზის ნომერსაც აქვეყნებს, სადაც უნდა დარეკონ მოქალაქეებმა, ვინც უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის მეორე ნაწილით ძებნილ მიხეილ სააკაშვილს ნახავს.
ძებნილი სააკაშვილი კი დღეს მთელი დღეა, იმ შენობის წინ დგას, სადაც უკრაინის გენერალური პროკურორიც მივიდა, ოდესის ყოფილ გუბერნატორს გვერდი აუარა და რადაში სხვა შესასვლელით შევიდა.
იური ლუცენკომ რადაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია, რადგან უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, სააკაშვილი ამ დრომდე ვერ დააკავა. ლუცენკო დეპუტატებს კიდევ ერთხელ დაპირდა, რომ სააკაშვილს დააკავებს. გენერალურმა პროკურორმა ოდესის ყოფილ გუბერნატორს მოუწოდა, თავად ჩაბარდეს სამართალდამცავებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პროკურატურის ულტიმატუმის საპასუხოდ, აცხადებს, რომ ჩაბარებას არ აპირებს და გამომძიებლებს რადას შენობასთან ელოდება. სააკაშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებიან. აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს სანდრა რულოვსმაც მიმართა.
სააკაშვილის მხარდამჭერები ვარაუდობენ, რომ ღამით სპეცრაზმი საქართველოს ექსპრეზიდენტის აყვანას კიდევ ერთხელ შეეცდება, თუმცა ამჯერად ისინი უფრო დიდ ძალას გამოიყენებენ
  • რეგისტრაცია: 27.11.2017
  • სტატუსი:  offline
^
საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიასაც დასდევდნენ დსაჭერად და მოსაკლავად.
იგივე ძალები დასდევენ ეხლა საქართველოს მესამე პრეზიდენტს დასაჭერად და მოსაკლავად.
რუსეთის იმპერია ვერ იტანს თავისუფლებისმოყვარე ქართველებს.
გამყიდველ, სამშობლოს მოღალატე და ქურდული გაგების ქართველებს კი მხარს უჭერს.
  • რეგისტრაცია: 24.04.2012
  • სტატუსი:  offline
^
თავისუფლების მოყვარე ხალხს ვერც კაცაპების (რუსეთის) ორდა ვერ იტანს,ვერც ვალცმანის პოროხობოტები და ვერც ქოსა ქოცის ღორის შვილები.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005