Babajana
წყარო: ipn.ge, 06 დეკ 2017, ნახვები: 1548, კომენტარი: 3
vladimer putinma saprezidento arCevneb
photo © ipn.ge  
ვლადიმერ პუტინი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიღებს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
"მე დავაყენებ ჩემს კანდიდატურას პრეზიდენტის თანამდებობაზე", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „გაზ“-ის ქარხნის მუშებთან დღევანდელ შეხვედრაზე.მისი თქმით, მსგავსი განცხადებისთვის უკეთესი ადგილი და უკეთესი მიზეზი არ არსებობს. „მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის“, - განუცხადა მუშებს პუტინმა. მისივე თქმით, რუსეთი ივლის მხოლოდ წინ და ამ მოძრაობაში მას ვერავინ და ვერსდროს გააჩერებს.
"ედინნაია რასია" კვლავაც მხარს ვლადიმერ პუტინს დაუჭერს.
  • რეგისტრაცია: 27.11.2017
  • სტატუსი:  offline
^
Maia Kharazishvili: " Putinma chaobidan amoiyvana ruseti da msoflio daachoqa".

საინტერესოა მაია ხარაზიშვილი საიდან იღებს ამ ინფორმაციას? ან რომელ პლანეტაზე ცხოვრობს?

აი პუტინის მმართველობის ზოგიერთი შედეგი (1999 წლიდან).

ეკონომიკა და სოციალური საკითხები.
1. რუსული ფული ამ პერიოდში გაუფასურდა 10-ჯერ. დოლარი ღირდა 6 მანეთი, ეხლა ღირს 60 მანეთი.
2. მოისპო 150 ათასი სოფელი. მოსახლეობაში გაიზარდა სიკვდილიანობა რუსეთის მოსახლეობა შემცირდა რამდენიმე მილიონი ადამიანით (ზოგიერთი მონაცემებით 16 მილიონით). რუსი მამაკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის 57 წელი (პენსიამდე ვერ ცოცხლობს).
3. რუსეთში მაცხოვრებელი 140 მილიონი ადამიანიდან შრომისუნარიანია მხოლოდ 30 მილიონი. 40 მილიონი ალკოჰოლიკია, 8 მილიონი უპატრონო ბავშვი, ხუთ-ხუთი მილიონი ნაკომანი, პროსტიტუტკა და შიდსით დაავადებული.
4. ექიმის ხელფასი რეგიონებში არის 8000 მანეთი (130 დოლარი).
5. მშობლებს უჭირთ ბავშვების გამოკვება და ჩაცმა. ამიტომ სკოლებში პირველი კლასიდანვე ბავშვებს აბარებენ სამხედრო კლასებში. ასეთ კლასებში კონკურსია ერთ ადგილზე 3 ბავშვი. პირველკლასელი ბავშვები - „პროკადეტები“ სამხედრო ფიცს დებენ და სამხედრო ფორმით დადიან. 8 წლის ასაკიდან მათ ასწავლიან საბრძოლო იარაღიდან სროლას. ასეთი ბავშვების ფსიქიკა ირღვევა ადრეული ასაკიდან.
6. წარმოება თითქმის მთლიანად მოისპო. რუსული წარმოებისა მაღაზიაში თითქმის არაფერია. "ჟიგული" ავტომანქანებს უშვებენ, რომელსაც მოსკოვში ვერ დაინახავ.
7. მთავრობას საზღვარგარეთ გააქვს და ყიდის ბუნებრივ სიმდიდრეებს და ფულს იქვე ტოვებს. ამ ფულს იყენებენ რუსეთის სპეცსამსახურები მოსყიდვისა და შანტაჟის მიზნით და აგრეთვე რუსული პროპაგანდისათვის. ამამვე ფულით მდიდრდება რუსეთის მმართველი ჩეკისტურ-ოლიგარქიული კლანი. ესე იგი, მთავრობა ძარცვავს ხალხს, რომელიც ცხოვრობს ღარიბად (ბუნებრივი წიაღისეულით მდიდარ ქვეყანაში).
  • რეგისტრაცია: 27.11.2017
  • სტატუსი:  offline
^
გაგრძელება...

რუსეთის საგარეო პოლიტიკა პუტინის პერიოდში.

1. პუტინის პერიოდში რუსეთმა განიცადა უდიდესი კრახი საერთაშორისო პოლიტიკაში და დაკარგა გავლენა არაბეთის ქვეყნებში და ცენტრალურ ამერიკაში. რუსეთს ზურგი შეაქციეს ისეთმა მოკავშირეებმა, როგორიც არის ტუნისი, ლიბია, ეგვიპტე, კუბა.
2. ჩაიშალა პუტინის პროექტები: "ენერგეტიკული ზესახელმწიფო" და "ნოვოროსია". როგორც პუტინმა გამოაცხადა, ნოვოროსიის პროექტით რუსეთს უნდა დაეპყრო ტერიტორია უკრაინიადან თურქეთამდე და სტამბულისთვის ისევ დაერქმია კონსტანტინოპოლი.
3. რუსეთმა ოფიციალურად დაკარგა ტერიტორია შორეულ აღმოსავლეთში (ჩინეთს გადაეცა). გარდა ამისა ხაბაროვსკის ოლქში გადმოსახლდა მილიონობით ჩინელი.
4. პუტინმა წააგო ომი ჩეჩნეთთან, რომელიც ფაქტიურად გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩეჩნეთში არ მოქმედებს რუსეთის კანონები. იქ მოქმედებს შარიათი. ჩეჩნეთიდან გაყარეს ყველა რუსი (დაახლოვებით 400 ათასი). ჩეჩნები არ მსახურობენ რუსეთის არმიაში. ჩეჩნეთი არ იხდის ფულს რუსეთის ბიუჯეტში. პირიქით, რუსეთი უხდის ჩეჩნეთს ხარკს - 3 მილიარდ დოლარს წელიწადში.
5. რუსეთმა ომი დაუწყო საქართველოს და უკრაინას, თუმცა ვერ შეძლო ამ ქვეყნების დაპყრობა. კიევის აღებას აპირებდნენ ორ კვირაში, თბილისის აღებას კი ერთ დღეში.
6. ყირიმის ანექსიით რუსეთმა დაარღვია გლობალური უსაფრთხოების პრინციპი, რის გამოც დაისაჯა სანქციებით, რამაც თავის მხრივ დააკნინა რუსეთის ისედაც სუსტი ეკონომიკა და დაბლა დასწია რუსი მოსახლეობის ცხოვრების დონე. გარდა ამისა, ყირიმის შენახვა რუსეთს უჯდება 4 მილიარდი დოლარი წელიწადში. რუსეთიდან ხალხი ყირიმში დასასვენებლად ნაკლებად მიდის, რადგან აღარც გზა არის და ყველაფერი გაძვირდა. გაუარესდა თვითონ ყირიმელების ცხოვრება, რომლებიც ჩივიან სიძვირეზე და ბიუროკრატიაზე.
7. რუსეთი მთლიანად არის დამოკიდებული ამერიკაზე, რადგან რუსეთის სავალუტო და ოქროს რეზერვები ინახება ამერიკის ბანკებში. რუსეთის მმართველი წრეების ფულებიც ინახება დოლარებში.

პუტინის მიერ "რუსეთის ჭაობიდან ამოყვანა და მსოფლიოს დაჩოქება" არსებობს მხოლოდ რუსული პროპაგანდით დაბოლებულ ტვინში.
  • რეგისტრაცია: 27.11.2017
  • სტატუსი:  offline
^
მიუხედავად ზემოთ თქმულისა, პუტინი არის რუსი ხალხის კერპი და მას აღმერთებენ. პუტინს აირჩევენ მუდმივად. თუმცა რუსეთში ისევ ერთპარტიული სისტემაა და არჩევნები ფორმალურია ისევე, როგორც იყო სსრკ-ში. აქ ასაქმე პუტინის პიროვნებაში არ არის. ასეთივე კერპი იქნებოდა ნებისმიერი სხვა, რომელსაც გამოუცხადებდნენ კერპად და ბელადად.

თუ ადამიანი ღმერთის ცნებამდე არ არის მისული, მას ჭირდება შუამავალი თავის თავსა და ღმერთს შორის ანუ კერპი. ასეთი შეიძლება იყოს მეფე (Божий помазанник), პატრიარქი, ლენინი, სტალინი, პუტინი, ივანიშვილი და სხვა.

ამ მხრივ ქართველები დიდად არ განსხვავდებიან სხვა კერპთაყვანისმცემელი ხალხებისაგან. ყველა ამ ხალხებისათვის კეთილდღეობა არ არის მთავარი. მთავარია გრძნობა იმისა, რომ ეკუთვნის რაღაც ან ვიღაც ძალიან დიდს, დიდებულს, დიდ იდეას და ამით თავისი თავიც დიდ რამედ წარმოუდგენია. სინამდვილეში არასრულფასოვნების გრძნობა აწუხებს და ამის კომპენსაციას ცდილობს განდიდების საშუალებით. ასეთ ხალხს კერპებად შეიძლება წარუდგინონ ვინც გინდა - მაინც გააღმერთებენ. საქართველოში ამჟამად დიდი სახელმწიფო მოღვაწეები არიან ივანიშვილი, ბესელია, წულუკიანი, კალაძე, სუბარი და სხვები. ამიტომ ხალხი მათ ისევ და ისევ ირჩევს.

როგორც ჩანს, ქართველებს რაღაც ვირუსი შეეყარათ და დაავიწყდათ ქართული სიბრძნე, რომელიც ქართულ ენაშიც არის. მაგალითად, ქართული სიტყვა "თავისუფალი" შეიცავს სიტყვა უფალს ანუ უფალ ღმერთს. თავისუფალი ანუ „თავისი უფალი“ არის ის, ვისაც უფალი ღმერთი ყავს თავის თავში. ასეთ ადამიანს შუამავალი (კერპი) არ ჭირდება ღმერთთან დასაკავშირებლად, რადგან მუდმივ კავშირშია ღმერთთან.
ქართველი ადამიანი თუ შეიცნობს საკუთარი ენის გენიას, მაშინ აღარ იქნება კერპთაყვანისმცემელი.
გრიგოლ რობაქიძე და ზვიად გამსახურდია იკვლევდნენ ქართული ენის ასეთ მნიშვნელობას.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005