Babajana
წყარო: , 19 თებ 2012, ნახვები: 608, კომენტარი: 0
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ახალი კანდიდატურა დაასახელა. ჯონ ბასს რიჩარდ ნორლანდი შეცვლის.

პრეზიდენტმა ობამამ ასევე სხვა ქვეყნებშიც დაასახელა ახალი ელჩების კანდიდატურები. მან მადლობა გადაუხადა ყოფილ ელჩებს და ახლებს წარმატებები უსურვა.

აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით ელჩების კანდიდატურას კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც მოხდება მათი დამტკიცება.

საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი, 57 წლის დიპლომატი რიჩარდ ნორლანდი გამოცდილი დიპლომატია. იგი სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის თანამშრომელია - საერთაშორისო საქმეთა მრჩევლის მოადგილეა. 2007 -2010 წლებში იყო არის აშშ-ის ელჩი უზბეკეთში.

2005-2007 წლებში იყო აშშ-ის მისიის უფროსი მოადგილე ქაბულში. 2003-2005 წლებში ამერიკის დიპლომატიური მისიის მოადგიილე ლატვიაში. 2002-2003 წლებში მოღვაწეობდა ავღანეთში. მიჰყავდა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების საკითხები.
მას ჰქონდა დიპლომატიური კარიერა ჩრდილოეთ ირლანდიაში.
ბილ კლინტონისა და ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას - ორი წლის განმავლობაში, ხელმძღვანელობდა უშიშროების საბჭოს ევროპულ დეპარტამენტს.

რიჩარდ ნორლანდი 1993 წელს საქართველოში სამშვიდობო პროცესში იღებდა მონაწილეობას.

1988-1990 წელბში იგი მუშაობდა მოსკოვში აშშ-ის საელჩოში. პირველი დიპლომატიური საქმიანობა კი - 1981 წელს ბაჰრეინში დაიწყო.

დამთავრებული აქვს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ედმუნდ ე უოლშის სკოლა. არის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო საჯარო პოლიტიკის მაგისტრი.

ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, ნორვეგიულ და ლატვიურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


GHN
ѕолужирный დახრილი ტექსტი ѕодчеркнутый текст «ачеркнутый текст | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა ѕреобразовать выбранный текст из транслитерации в кириллицу ¬ставка спойлера
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

бГЩбГРбГ†бГРбГҐбГШбГ° бГЩбГЪбГ£бГСбГШ бГ§бГШбГЪбГРбГУбГФбГЪбГ§бГШбГРбГ®бГШ

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005