Babajana
წყარო: rustavi2.ge, 14 ნოე 2017, ნახვები: 700, კომენტარი: 0
opozicia laris gaufasurebaSi xelisufl
photo © rustavi2.ge  
"როდესაც ასეთ ცვლილებებთან გვაქვს საქმე, ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს განცხადება ყოველთვის. არა მარტო იმიტომ, რომ ის სფეროა, რომელსაც ის კურირებს, არამედ იმიტომ, რომ არსებობს ისეთი ტიპის ინფორმაციები, რომელთანაც მას აქვს წვდომა," - ეს განცხადება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებების შეფასებისას გააკეთა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ ერთი დოლარის ღირებულებამ 2.6830 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს ყიდვა ხვალ 3.1437 ლარად იქნება შესაძლებელი.
მმართელ გუნდში განმარტავენ, რომ ლარის მცურავი კურსიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე განსაკუთრებული არაფერი ხდება და აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებული ფაქტორების არსებობასთან დაკავშირებით, განცხადება ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზურაბ მელიქიშვილი აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურების დროს, მთავრობა უმოქმედოა.
"ყოველდღიურად იზრდება ფასები პროდუქტებზე, რაც, რა თქმა უნდა, მთლიანობაში, ამძიმებს სოციალურ ფონს მთელ ქვეყანაში. მომდევნო პერიოდის განმავლობაში ამ მთავრობის ხელში პოზიტიური პერსპექტივა, სამწუხაროდ, ლარს ნამდვილად არ აქვს," - აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ ლარის გაუფასურება ხელისუფლების „უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური“ პოლიტიკის შედეგია.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005