Babajana
წყარო: tabula.ge, 13 ნოე 2017, ნახვები: 948, კომენტარი: 0
baxtaZis Sedegebi rkinigzaSi - ganaxevreb
photo © tabula.ge  
მას აქვს ძალიან კარგი განათლება და გამოცდილება და აჩვენა კონკრეტული შედეგები საქართველოს რკინიგზის მართვის პირობებში", - ასე წარადგინა გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე რკინიგზის მოქმედი დირექტორი, რომლის ხელმძღვანელობის პირობებშიც საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა განახევრდა. რკინიგზის ტვირთბრუნვა ასე გამოიყურება:
2012 წელი - 20.1 მილიონი ტონა
2013 წელი - 18.2 მილიონი ტონა
2014 წელი - 16.7 მილიონი ტონა
2015 წელი - 14.1 მილიონი ტონა
2016 წელი - 11.9 მილიონი ტონა
2017 წლის 7 თვე - 6.1 მილიონი ტონა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით ნაკლები)
გადაზიდვების შემცირების გამო 2017 წლის 3 ოქტომბერს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's-მა საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით შეამცირა. Standard & Poor's-მა საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგი უცხოურ ვალუტაში B+ დონეზე პროგნოზით "ნეგატიური" დაადასტურა. მამუკა ბახტაძე რკინიგზას ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მართავს. ბახტაძის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ მან გასული წლების განმავლობაში ანაზღაურების სახით 1 064 266 ლარი გამოიმუშავა.
საინტერესოა, რომ ბახტაძე ხელფასს უშუალოდ რკინიგზასთან ერთად რკინიგზის კუთვნილი ორი საწარმოდან, შპს ჯორჯია ტრანზიტი და GR ტრანზიტ ლაინიდანაც იღებდა. ამ კომპანიებიდან მიღებული ანაზღაურება 236 952 ლარია, რკინიგზაში აღებული ხელფასი კი 827 313 ლარია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის შვილის უტას მეგობარია. მისი კანდიდატურა ადრე პრემიერმინისტრის პოსტზეც განიხილებოდა, 2013 წლის 9 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის "კარგი ბიჭია."
მამუკა ბახტაძეს დამთავრებული აქვს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თსუ-ს ბაკალავრიატი. ფლობს მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია. 2013 წლამდე მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. რკინიგზის 100%-იანი წილი საქართველოს საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის. რკინიგზა გაზისა და ნავთობის კორპორაციასთან ერთად ფონდის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს აგენერირებს.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005