Babajana
წყარო: ipn.ge, 12 ოქტ 2017, ნახვები: 1357, კომენტარი: 2
giorgi margvelaSvili - ukve oTxi welia, rac b
photo © ipn.ge  
უკვე ოთხი წელია, რაც ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა არ მაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსული ტელეარხი Дождь-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ის დეტალებში შესვლას არ აპირებს, ვინაიდან ეს პირადი საკითხია.
"არასოდეს განმიხილავს ურთიერთობები მედიაში. ვფიქრობ, ამის განხილვა არც არის საჭირო, ვინაიდან ეს არის სახელმწიფო მოხელესა და ერთი მოქალაქის ურთიერთობები. ეს მხოლოდ პირადი ურთიერთობებია, რომლის განხილვას არ ვაპირებ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს აზრი გამოთქვას მასზე.
"საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს აზრი გამოთქვას ჩემზე. ეს ნორმალურია დემოკრატიისთვის, ეს ნორმალური პროცესია“, - დასძინა მან.
  • რეგისტრაცია: 6.06.2015
  • სტატუსი:  offline
^
გაქვს ურთიერთობა თუ არა, ეს არ არის მთავარი.
მთავარია ის, რომ შენ პრეზიდენტი გქვია და ქვეყანას მართავს ჭორვილელი ვაჭარი, რომელსაც შენ ერთ მოქალაქეს უწოდებ.
ერთი მოქალაქე ხარ შენ. ის კი ქვეყნის ბატონია.
მუქთად ითვისებს საქართველოს საუკეთესო მიწებს, ოქროს საბადოებს, ზღვის სანაპიროებს, ვისაც უნდა იმას ნიშნავს მინისტრებად.
შენც ამ ერთი მოქალაქის მიერ ხარ დანიშნული და პირდაღებული შესცქერი ქვეყნის დამცირებას.
2008-ში შენ რომ ყოფილიყავი პრეზიდენტი, დღეს საქართველო რუსეთის გუბერნია იქნებოდა.
  • რეგისტრაცია: 14.02.2016
  • სტატუსი:  offline
^
აბსოლუტურად გეთანხმებით, ქალბატონო, ქეთევან
ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს არ გაუჭირდა გაეშიფრა ივანიშვილი ვინ იყო თუ რა იყო, პირველივე წინადადებიდან, როგორც კი გამოჩნდა ეკრანზე. "პრეზიდენტი" კი "შემოულაწუნესავით" მიჩანჩალებდა ყველგან ამ ქვეყნის გამყიდველთან
ერთად. უბრალოდ, შანსი არ გაუშვა ხელიდან და მერე "კაი ბიჭობაც" მოიწადინა, მაგრამ ორივე ერთად არ გამოდის არანაირად
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005