Babajana
წყარო: ipn.ge, 11 ოქტ 2017, ნახვები: 2388, კომენტარი: 6
msaxiob lika qavJaraZis gardacvalebasTan
photo © ipn.ge  
მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
როგორც ცნობილია, მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპივეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა შსს-ში ჯერჯერობით საქმის დეტალებზე არ საუბრობენ.
ლიკა ქავჟარაძეს 26 ოქტომბერს 58 წელი უსრულდებოდა. ის 1959 წელს არის დაბადებული. ლიკა ქავჟარაძემ ხალხს ყველაზე მეტად ”ნატვრის ხეში”, მარიტას როლით დაამახსოვრა თავი.
  • რეგისტრაცია: 18.11.2009
  • სტატუსი:  offline
^
აუუუუ.საწყალი.
  • რეგისტრაცია: 6.02.2013
  • სტატუსი:  offline
^
uiiiiii; ra cudia???
  • რეგისტრაცია: 26.09.2013
  • სტატუსი:  offline
^
შემეცოდა, რა მოუვიდა, რითი გარდაიცვალა,...ნათელში იყოს მისი სული recourse
  • რეგისტრაცია: 6.06.2015
  • სტატუსი:  offline
^
"ზაზა კოლელიშვილი ლიკა ქავჟარაძის თვითმკვლელობას გამორიცხავს: ,,არავითარი თვითმკვლელობა, ლიკა ქავჟარაძე გამოფენისთვის ემზადებოდა”.

ზაზა კოლელიშვილი გულუბრტყვილოდ მსჯელობს და ვერ ერკვევა საკითხში.
რა შუაშია გამოფენისთვის მზადეაბა, როდესაც თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება დამოკიდებულია მემკვიდრეობით ფაქტორებზე და ადრეულ ბავშვობაში მიღებულ ფსიქიკურ ტრავმებზე.

ადერ,როდესაც ლიკა ქავჟარაძის ერთ-ერთი ინტერვიუ წავიკითხე, მაშინვე დავწერე, რომ თვითმკვლელობის საშიშროებაა და რის გაკეთებაა საჭირო, რომ ეს არ მოხდეს. ლიკას ჭირდებოდა სერიოზული დახანგრძლივი ფსიქოლოგიური დახმარება.

ბავშვობაში მამამ მიატოვა და დედა დესპოტურად ექცეოდა. უსიყვარულობაში გაიზარდა და ამიტომ სიყვარულს ეძებდა მთელი სიცოცხლე. "ნატვრის ხეში" ამიტომ ითამაშა შეყვარებულის როლი ასე კარგად. უფრო სწორად, როლი კი არ ითამაშა, თავის თავს თამაშობდა. საერთოდ არ იყო მსახიობის ტიპი. მსახიობობა მისი არამდგრადი ფსიქიკისთვის საზიანო იყო. ჯობდა ინდივიდუალურ ხელოვნებას მიყოლოდა თავიდანვე. მაგალითად მხატვრობას.

მარტოობა არ იყო მისი დეპრესიის მიზეზი. პირიქით, დეპრესია იყო მისი მარტოობის მიზეზი. დეპრესიიდან ეიფორიაში გადავარდნის და უკანვე სწრაფად დეპრესიაში ჩავარდნის პერიოდებში მან ბევრჯერ სცადა თავის მოკვლა წამლების მიღების საშუალებით.

აი რას წერს ერთ-ერთი მისი ახლობელი:
"ბევრჯერ დალია წამლები და სცადა თვითმკვლელობა, მაგრამ გადავარჩინეთ. იყო რაღაც, რაზეც არ ვისაუბრებ. ბოლოს თითქოს კარგად იყო, აღარ იყო დეპრესიაში, მაგრამ ბოლო დღეებში ტელეფონს არ პასუხობდა...“ (http://presa.ge/new/index.php?m=society&AID=60412).

სამწუხარო ამბავია, ღმერთმა შეუნდოს...ნათელში იყოს მისი სული.
  • რეგისტრაცია: 14.02.2016
  • სტატუსი:  offline
^
ძლიერი ფსიქიკაა საჭირო იმისთვის, რომ გაითავისო, მიიღო და შეეგუო ასაკობრივ და გარეგნულ ცვლილებებს.
₾იკაზე არ ვამბობ, ღმერთმა აცხონოს. კეთილი და ლამაზი ადამიანი იყო.
ზოგადად, ნაოჭების და სიბერის რომ ეშინიათ, იმ ქალების არ მესმის.
ლამაზი ქალი ყველა ასაკში ლამაზია.მე პირადად, ნაოჭებიანი და ბუნებრივა ლამაზად დაბერებული ვერიკოს გარეგნობა უფრო მომწონდა, ვიდრე ზოგიერთი, მისი კოლეგა, სახე გასიებული, ტუჩგამობურცული და არაბუნებრივი, უცხო-პლანეტელის მსგავსი გამომეტყველებით.
ყველაფერი გემოვნების ამბავი არაა, ინტელექტი და შინაგანი კულტურა გადმოდის ადამიანის გარეგნობაზე.
და ბოლოს, ბოტაქსის ხშირი ხმარება ტვინის შრეზე მოქმედებს
  • რეგისტრაცია: 6.06.2015
  • სტატუსი:  offline
^
პოლიცია ლიკას სიკვდილში დამნაშავეს ეძებს, რომელმაც თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

ასეთი "დამნაშავეები" სინამდვილეში ბევრნი არიან - ყველა ის, ვინც მის გარშემო იყო. ამ ხალხს არ ესმის, რომ დეპრესია არის დაავადება. ლიკა იყო ავად - ღრმა დეპრესიაში. ვერც ექიმები არიან თავის დონეზე. კარგად არის ცნობილი, რომ თუ ადამიანმა თავის მოკვლა სცადა, თანაც რამდენჯერმე, ეს არის სერიოზული ფსიქიკური დარღვევა. ლიკას ჭირდებოდა სერიოზული მკურნალობა. მაგალითად ავსტრიაში ფსიქოანალიტიკურ კლინიკაში ორი თვით. ამდენი მეგობარი და თაყვანისმცემელი თუ ყავდა, შეეგროვებინათ ფული და გაეგზავნათ. ან ეთხოვათ ისევ ჭორვილელი ქველმოქმდისთვის - ის ხომ არტისტებს მფარველობს.

ამის მაგივრად უბიძგებდნენ აქტიური მოქმედებისკენ და ახალი წარმატებებისკენ სცენაზე, კინოში, გამოფენებზე, რაც მას არ შეეძლო ავადმყოფობის გამო. ასეთი მოთხოვნები და მოლოდინები უფრო ღრმა დეპრესიაში აგდებდნენ მას.

ბოლო წვეთი იყო ინტერვიუ "პროფილში" რომლის დროსაც მაია ასათიანი მას აძლევდა გამანადგურებელ შეკითხვებს და ფაქტიურად შთააგონებდა ლიკას და ტელემაყურებლებს შემდეგს: ლიკა არის მარტო, ყველამ მიატოვა, შვილმაც და ქმრებმაც, ლიკას როლები აღარა აქვს, გამოფენები ჯერ არ მოუწყვია, ლიკა უზომოდ გასუქდა, პლასტიკური ოპერაციები ჭირდება, მაგრამ ფული არა აქვს... აქედან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ლიკა არავის ჭირდება, აღარაფერს წარმოადგენს და .... სიცოცხლესაც აზრი არა აქვს....

კლასიკური ფსიქოლოგიის მიმდევარი ფსიქოლოგებიც უშვებენ საბედისწერო შეცდომას, როდესაც ცდილობენ დეპრესიაში მყოფი ადამიანის გააქტიურებას, გამხიარულებას და მოითხოვენ მისგან წარმატებებს. დეპრესიული ადამიანის გამხიარულება არის შეუძლებელი. უკეთეს შემთხვევაში ის გადავა ეიფორიაში, რის შემდეგაც ჩავარდება უფრო ღრმა დეპრესიაში, რაც შეიძლება სუიციდით დამთავრდეს. დეპრესიულ ადამიანს პირველ რიგში ჭირდება შინაგანი სიმშვიდის მიღწევა, დეპრესიის გამომწვევი ქვეცნობიერი მოტივაციის გამოვლენა, ხელახალი გაცნობიერება და განცდა სპეციალისტთან ერთად.
ამის მაგივრად მალავენ ამ მდგომარეობას და მიუშვებენ ავადმყოფობას.
ასეთ შემთხვევაში შველა უკვე ძნელია.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005