Babajana
წყარო: ipn.ge, 14 სექ 2017, ნახვები: 579, კომენტარი: 1
sofel jariaSenis mosaxleoba gamyof xazTan qarT
photo © ipn.ge  
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შიდა ქართლსა და იმერეთში გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, სოფელ ჯარიაშენის, გუგუტიანთკარისა და პერევის მცხოვრებლები ოკუპაციის შედეგად გამოწვეულ სოციალურ გაჭირვებას უჩივიან და გამყოფი ხაზის გადაკვეთის შემთხვევაში დაკავებები მძიმე ტვირთად აწევთ.
”მიწებისა და საძოვრების დიდი ნაწილი საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა, ხოლო ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილი მიწის რეგისტრაცია ჭიანურდება. არ არის დაცული მათი უსაფრთხოება, კვლავ შეჩერებულია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანებული სახლების აღდგენის და კომპენსაციის, ასევე მიწისძვრის შედეგად დაზარალებული პერევის მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხები. სოფლებში მოუწესრიგებელია სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები, რეაბილიტაციას საჭიროებს საგზაო ინფრასტრუქტურა. გუგუტიანთკარის მოსახლეობა სკოლის და საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვს.
მიმდინარე წელს სოფლების მცხოვრებელთა უმრავლესობას სოციალური დახმარება შეუწყდა. გუგუტიანთკარელების ცნობით, 2017 წლის ზამთარში ჩატარებული განმეორებითი შემოწმებისას, დახმარების გარეშე ერთდროულად 108 ოჯახი დარჩა.
სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა გამყოფ ხაზთან ქართული საგუშაგოს ამოქმედებას ითხოვს, უსაფრთხოების დაცვის მიზნითა და უკანონო დაკავებების თავიდან ასაცილებლად”, - ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  • რეგისტრაცია: 6.06.2015
  • სტატუსი:  offline
^
სკოლა და საბავშვო ბაღიც არ ქონიათ. მიწებსაც არ უფორმებენ. სოციალურ დახმარებას უხსნიან. ელემენტალური დაცვა არა აქვთ მოძალადეებისგან...

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება. რომ სახელმწიფო არა თუ ზრუნავს ამ მოსახლეობაზე, პირიქით - უქმნის აუტანელ პირობებს, როდესაც ამ სოფლებში ცხოვრება ხდება შეუძლებელი.
მოსახლეობა იძულებულია დატოვოს ეს ადგილები, რომ შვილები გაზარდონ.
გამოდის, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა სპეციალურად ათავისუფლებს ამ ტერიტორიებს ქართველი მოსახლეობისაგან, რის შედეგადაც რუსი სამხედროები იკავებენ.
მცოცავ ოკუპაციას ბიძინას მთავრობა და რუსეთი ერთობლივად ახორციელებენ.
ბოროტება ამაზე შორს ვერ წავა.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005