Babajana
წყარო: ipn.ge, 12 სექ 2017, ნახვები: 1876, კომენტარი: 2
giorgi kvirikaSvili kurt uokers - Tqven saubrobT
photo © ipn.ge  
ჩვენ ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, რომ გვქონდეს მოდუნების და ტკბობის ფუფუნება, მაგრამ ქვეყანაში ნამდვილად გვაქვს უდიდესი ცვლილებები, რომლებიც ბოლო წლებში განხორციელდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მომავალთან დაკავშირებით დისკუსიას ეხება. საქართველოს პრემიერმა ამჟამინდელი კონსტიტუციის ხარვეზებზე ისაუბრა და რამდენიმე ფაქტი გაიხსენა საქართველოს უახლესი პოლიტიკური წარსულიდან.
”ამჟამინდელ კონსტიტუციაში ბევრი ხარვეზია, ბალანსის არარსებობა სხვადასხვა ინსტიტუტს შორის. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება, ხოლო პარლამენტს არ აქვს საკმარისი უფლებამოსილება, როგორც ეს მას უნდა ჰქონდეს საპარლამენტო რესპუბლიკაში. გვაქვს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ფუნქციების გადაფარვა და ა.შ. გარდა ამისა, მაჟორიტარული სისტემა, დამეთანხმებით, შესაცვლელია. სწორედ ამიტომ გამოვედით ჩვენ ამ ცვლილების ინიციატივით. ჩემი აზრით, ეს იქნება ისტორიული ცვლილება და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა - პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.
ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, რამდენად ავტორიტარული იყო წინა ადმინისტრაცია. კარგად მახსოვს ეს პროცესი. 2004 წელს მე პარლამენტის წევრი ვიყავი, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ შეიტანა პირველი ცვლილებები კონსტიტუციაში, რომლითაც გაძლიერდა პრემიერ-მინისტრის როლი მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ საპრეზიდენტო რესპუბლიკა გვქონდა. მე ვიყავი ერთადერთი პარლამენტარი ჩემი პარტიიდან, რომელიც გამოვიდა ამ ცვლილების წინააღმდეგ, რადგანაც ის უხეშად არღვევდა საკონსტიტუციო კანონმდებლობის და ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსის პრინციპებს. მახსოვს, როგორ წარიმართა ეს პროცესი ამის შემდეგ. უნდა აღვნიშნო, რომ 2004-2012 წლებში მე კერძო სექტორში ბიზნესით ვიყავი დაკავებული. რასაკვირველია, კარგად ვხედავდი, რა ხდებოდა ქვეყანაში და აქტიურად ვადევნებდი თვალყურს პოლიტიკას. მახსოვს, სააკაშვილის მმართველობის დროს რვა პარტიამ შექმნა კოალიცია, რათა შეცვლილიყო საარჩევნო კანონმდებლობა. მახსოვს ის მეთოდები - დეტალურ აღწერას თავს ავარიდებ - რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა ამ რვა პარტიის კოალიციის დასაშლელად. მერე იყო ექვსი პარტიის კოალიცია - საზოგადოების უკანასკნელი იმედი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის დამყარებისთვის იღვწოდა. ისევ, ბინძური მეთოდების გამოყენებით, ეს კოალიციაც დაშალეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მონაწილეობით. და ახლა თქვენ საუბრობთ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლის შესახებ! უკაცრავად, მაგრამ რას გულისხმობს მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლა? მე ვერ ვუწოდებ 2012 წლის არჩევნებს და მთელ წინასაარჩევნო პროცესს მშვიდობიანს. ხდებოდა დაშინება, დაკავებები, ოპოზიციის ყველა წევრის მონიტორინგი - გვაქვს თუ არა რაიმე მსგავსი დღეს?
რასაკვირველია, ვიმეორებ, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, რომ გვქონდეს მოდუნების და ტკბობის ფუფუნება, მაგრამ ქვეყანაში ნამდვილად გვაქვს უდიდესი ცვლილებები, რომლებიც ბოლო წლებში განხორციელდა. რასაკვირველია, ჩვენ გვჭირდება ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა, რათა შევინარჩუნოთ თანამიმდევრულობა დემოკრატიის ხარისხის და მრავალფეროვნების კიდევ უფრო ამაღლების გზაზე.მერწმუნეთ, ეს კონსტიტუცია მოიტანს დემოკრატიის ბევრად უფრო მაღალ ხარისხს ჩვენს ქვეყანაში”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
  • რეგისტრაცია: 10.12.2012
  • სტატუსი:  offline
^
ეს კაცი ავადმყოფია, როგორც მისი ბრძანებელი ბიძინა. უ სააკაშვილოდ ცხოვრება არ შეუძლია
  • რეგისტრაცია: 24.04.2012
  • სტატუსი:  offline
^
"ექვსი პარტიის კოალიცია - საზოგადოების უკანასკნელი იმედი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის დამყარებისთვის იღვწოდა".

--ხო,აბა რა.იღწვოდით დემოკრატიის დასამყარებლად და შედეგიც მიიღეთ,უბრალო კი არა,ცეცხლოვანი დემოკრატია,დემოკრატიული ხანძრები ყველგან და ყველაფერში,ზამთარ-ზაფხულ.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005