Babajana
წყარო: rustavi2.ge, 12 სექ 2017, ნახვები: 1018, კომენტარი: 0
mixeil saakaSvili - mzad var gaviaro yvela procedura
photo © rustavi2.ge  
მზად ვარ გავიარო ყველა პროცედურა - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ ლვოვში გააკეთა. ის ჟურნალისტენთან მას შემდეგ გამოვიდა, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ. ლვოვში, სასტუმრო "ლეოპოლისში" მესაზღვრეები პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად დილის 7 საათზე მივიდნენ. მესაზღვრეები განმარტავდნენ, რომ მათ სასტუმროში მიიტანეს ე.წ. პროტოკოლი, რომელიც უნდა გადასცენ მიხეილ სააკაშვილს და აცნობონ, რომ 10 სექტემბერს მან დაარღვია სახელმწიფო საზღვარი. გაფორმდა რამდენიმე დოკუმენტი, მიხეილ სააკაშვილმა სასაზღვრო პროცედურები გაიარა. თუმცა ამ პროცედურების გავლამდე, მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტრებთან მიმდინარე მოვლენების შეფასება გააკეთა.
"პირველივე წუთებიდან, როდესაც იქნა მიღებული აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას ყოველწუთიერად მიმდინარეობდა კანონის დარღვევა, ამიტომ მაქვს უკრაინის თითოეულ მესაზღვრესთან დიდი თხოვნა, ჩემთვის ძალიან უსიამოვნოა ის ფაქტი, როდესაც გუშინ და გუშინწინ სხვადასხვა საშუალებით დამნაშავეებმა განახორციელეს პროპაგანდა, თითქოს საზღვრის დარღვევის ფაქტზე, შეადარეს დონბასს, უკრაინის მოქალაქეები მიაჩნიათ სულელები, მაგრამ ჩვენ არ გავისულელებთ თავს.
მზად ვარ გავიარო ყველანაირი პროცედურა, არ არსებობს არანაირო გარემოება, რომ დავარღვიე კანონი. მივმართავ პოროშენკოს და ყველა თანამდებობის პირს, რომელიც ცდილობს განახორციელოს დანაშაულებრივი მოქმედებები, ისინი ვერ შეძლებენ ჩვენი პოზიციების შეცვლას, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი იქნება გამჭვირვალე. შეგიძლიათ იხილოთ ყველაფერი, როდესაც ფეხი დავადგი უკრაინის მიწაზე, მათ შეეძლოთ შეემოწმებინათ ჩემი პასპორტი, მაგრამ ახლა როგორ გავიგე, ცდილობენ ისე გამოვიდეს, რომ ჩვენ დავარღვიეთ კანონი, მაგრამ კანონი დაარღვიეს თავად სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ პოროშენკოს, ავაკოვის და სხვა პირების ბრძანებით, რომლებიც არ აფასებენ კანონებს, კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართალს. მზად ვარ, გავიარო ყველა პროცედურა," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005