BABAJANA

წყარო: , 16 დეკ 2011, ნახვები: 1042, კომენტარი: 0
"რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი ორშაბათს, 19 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანს სარჩელს შპს "სტუდია მაესტროს" დამფუძნებლების წინააღმდეგ და მათგან მოითხოვს 7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. კიწმარიშვილის თქმით, ეს ის თანხაა, რომელიც მან მაესტროს განვითარებისთვის მოიზიდა.

სასამართლოს გარდა, ეროსი კიწმარიშვილი უახლოეს დღეებში მიმართავს პროკურატურას, დაიწყოს გამოძება ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური დირექტორის, ილია კიკაბიძის "მაესტროში" საქმიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადებები ეროსი კიწმარიშვილმა დღეს, 16 დეკემბერს, "tribuna.ge-ს" ოფისში გააკეთა.

"ქართული პარტიის" ლიდერი უახლოეს მომავალში აპირებს, რომ "მაესტროს" დამფუძნებლების წინააღმდეგ დავა წამოიწყოს ჟენევის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში. კიწმარიშილი ამბობს, რომ ინვესტორებისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად "მაესტროს" მფლობელებს "არანაირი ქონება" არ ეყოფათ.

ეროსი კიწმარიშვილი "მაესტროს" მფლობელებსა და მმართველს შორის დაწყებული დაპირისპირების სათავედ ბიძინა ივანიშვილი მიაჩნია. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის საჯარო განცხადებები "მაესტროს" კრიტიკასა და ყიდვასთან დაკავშირებით, გახდა როგორც ბიზნეს, ისე მორალური ეთიკის ნორმებს, ხოლო როცა სიტუაცია აირია, ის აღარ ჩანს.

"ქართული პარტიის" ლიდერმა "მაესტროს" ჟურნალისტებს მოუწოდა, დაუბრუნდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებს ტელეკომპანიის ნუცუბიძის 93-ში არსებულ ოფისში და ნუ გააგრძელებენ "არალეგალურ მაუწყებლობას." მისი თქმით, თუ ჟურნალისტები ამას არ იზამენ, მათ წინ "მაესტროს" "კარი მალე დაიკეტება" და ტელეკომპანია ნუცუბიძის ოფისიდან 30 იანვრიდან დაიწყებს მაუწყებლობას და ამისთვის თანამშრომელთა კონკურსი უკვე გამოცხადდა.


ნეტგაზეთი
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005