BABAJANA

წყარო: , 16 დეკ 2011, ნახვები: 878, კომენტარი: 0
"საქართველოსათვის გაკეთებულ საჩუქარს" უწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ რომ 2008 წლის ომმა საქართველოს ნატოს წევრობა შეაჩერა.

"დიმიტრი მედვედევის განცხადება ეს პოლიტიკური აღსარებაა და უნდა ვთქვა, რომ 53 წლის განმავლობაში ჩემთვის ასეთი საჩუქარი იშვიათად თუ ვინმეს გაუკეთებია. ადამიანმა აღიარებითი ჩვენება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მისცა. ეს ხომ შესანიშნავია ისტორიისათვის და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შემდგომი განვითარებისათვის", _ აცხადებს ვაშაძე "ბი-ბი-სი"-სთან საუბარში და აღნიშნავს: "ვინ იხსენებს ახლა, რუსეთის ჯერ კიდევ პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადების შემდეგ "ოსი ხალხის გენოციდს", იმას თუ როგორ "გავარდა რუსეთი კისრისტეხით პატარა ოსი ერის დასაცავად სააკაშვილის სისხლიანი აგრესიისა და ქართველი ფაშისტებისგან", რომ "რუსეთმა შეაჩერა ცხინვალის ბარბაროსული დაბომბვა" - სხვათაშორის, აგრძელებს ვაშაძე - "თავად რუსეთმა გაანადგურა ცხინვალი ისე, რომ დღემდე ვერ აღუდგენიათ".

"უცბად, ყოველგვარი იძულებისა და ძალოვანი მეთოდების გარეშე, ერთ-ერთი მთავარ მოქმედ პირთაგანი, მთელს მსოფლიოს, დღისით, მზისით, სირცხვილისა და ბორძიკის გარეშე, ვლადიკავკაზში 58-ე არმიის ოფიცრებთან შეხვედრის დროს ნათლად, გასაგებად და კარგი რუსული ენით 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების მთავარ მიზეზს ასახელებს. კერძოდ, ნებისმიერი მეთოდით, არ უნდა ყოფილიყო დაშვებული საქართველოს ნატოს წევრობა. ჩვენ გავიგონეთ", _ აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო მედვედევისა და ლავროვის მუქარის გამო თავისი სუვერენიტეტის მცირე ნაწილზეც კი არ აპირებს უარის თქმას.

"ჩვენ არ ვართ მზად ბატონი მედვედევის ან ბატონი ლავროვის მუქარების გამო ჩვენი სუვერენიტეტის მცირე ნაწილზეც კი ვთქვათ უარი", _ აღნიშნავს გრიგოლ ვაშაძე.


GHN
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005