Babajana
წყარო: ipn.ge, 12 აგვ 2017, ნახვები: 872, კომენტარი: 4
Temur janaSia da mixeil saakaSvilis advokatebi
photo © ipn.ge  
ე.წ. პიჯაკების საქმეზე ბრალდებულების თემურ ჯანაშიასა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და თავად ბრალდებული პროკურატურას სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებენ. ადვოკატებმა და თემურ ჯანაშიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქმის პროკურორის რამდენიმე განცხადებას უპასუხეს და იმ არგუმენტებზე ისაუბრეს, რომლითაც მათი მტკიცებით პროკურატურის სიცრუე დასტურდება. როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ აღნიშნა, პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ ჯანაშია ვალდებული არ იყო 2011 წლამდე პრეზიდენტის განკარგულებები შეესრულებინა. მისივე თქმით, პროკურორს ამის დამადასტურებელი არავითარი ნორმატიული აქტი არ მოუყვანია მაგალითად.
"მან მიუთითა მხოლოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონზე, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ეს სამსახური პირდაპირ ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტს, ის არის გასამხედროებული სამსახური. თუ სამსახური არის გასამხედროებული და ექვემდებარება პირდაპირ ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს, როგორ შეიძლება არ იყოს სავალდებულო, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის განკარგულება შესასრულებლად სამსახურის ხელმძღვანელისთვის. ამასთან, პროკურორის ლოგიკა წინააღმდეგობაში მოდის თეიმურაზ ჯანაშიას ბრალთან. ჯანაშიას ბრალდების შესახებ დადგენილებაში წერია, რომ თეიმურაზ ჯანაშიამ 2010, 2011, 2012 და 2013 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში, პრეზიდენტის განკარგულებების შესრულებისას ჩაიდინა დანაშაული. თუ 2011
წლამდე მას არ ჰქონდა უფლება შეესრულებინა პრეზიდენტის განკარგულებები, 2011 წლის შემდგომ გაწეული ხარჯები რატომ აქვს ბრალად შერაცხული თეიმურაზ ჯანაშიას? ეს არის შეგნებულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. რით ახსნის პროკურორი იმ გარემოებას, რომ თეიმურაზ ჯანაშია ბრალდებულია და ოთარ ქველიძე, ვისი ხელმძღვანელობის დროსაც 2009 წელს დაიწყო მსგავსი ტიპის ხარჯის გაწევა, მხოლოდ და მხოლოდ მოწმის სტატუსით სარგებლობს მთელი ამ წლების მანძილზე", - განაცხადა ბასილაიამ. ადვოკატმა პროკურორის კიდევ ერთ განცხადებას უპასუხა, რომლის თანახმადაც პროკურატურისთვის უცნობია, რომ 2013 წელს, მას შემდეგ რაც სდსს-ს ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა, ეს სამსახური ანალოგიურ ხარჯებს გაწევდა.
"პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ხარჯების გაწევა მინიმუმამდე დავიდაო. ჩვენ გვაქვს მიხეილ სააკაშვილის დაცვის ერთ-ერთი წევრის საბანკო ამონაწერი, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის 25 თებერვლიდან 2013 წლის ნოემბრამდე, როცა სდსს-ს ხელმძღვანელი იყო ანზორ ჩუბინიძე და პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, დაახლოებით მილიონი ლარია სდსს-დან პრეზიდენტის საჭიროებებისთვის დახარჯული. ეს დაიხარჯა მხოლოდ დაცვის ერთი თანამშრომლის მიერ და ჩვენი ინფორმაციით, ეს თანხა ჯამურად 4 მილიონს აღწევს, რაც დაცვის სხვა თანამშრომლებმა დახარჯეს. ეს დოკუმენტი სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებად დევს. შესაბამისად, როცა პროკურორი ამბობს, რომ ეს ხარჯები მინიმუმამდე დავიდა, 8 თვეში მილიონი ლარი მინიმუმია? ასევე ჩვენ გვაქვს სდსს-დან მიღებული წერილი, სადაც წერია, რომ ხარჯების გაწევასთან დაკავშირებული და შესაბამისი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები, მათ შორის 2013 წლის 25 თებერვლის შემდგომი პერიოდის, როცა ხელმძღვანელი იყო ანზორ ჩუბინიძე, გადაგზავნილია მთავარ პროკურატურაში", - განაცხადა ბასილაიამ.
  • რეგისტრაცია: 18.11.2012
  • სტატუსი:  offline
^
prokuroric sheizleba axmochndes cixeshi,,,mova dro,sheicvleba xelisufleba da eg natia sonxulashvilic gasamartldeba,,,,,,es me mjera da asec ikneba.
  • რეგისტრაცია: 17.07.2014
  • სტატუსი:  offline
^
Merabi Buliskiria ეხლა პიჯაკებს და ნიფხვებს ნუ უყურებთ. აქ თანხაზეა
ლაპარაკი. ზოგს რო კითხო საიდან უნდა მოიტანონ ფული რო
ხელფასები მინიმუმ 1000 ლ. იყოს.
--------------
ეს რა თქმა უნდა ჩემს მიმართ გაქვს ნათქვამი. მილიონი ლარი,-პენსია რომ გაზარდო 10 ლარით, თვეში საჭირო იქნება ყველაზე ნაკლები ათი მილიონი ( მილიონი პენსიონერი).ეს მარტო 10 ლარის დანამატი. ახლა დაჯექი და იანგარიშე რამდენად უნდა გაიზარდოს პენსიები და ხელფასები. ლაპარაკი ადვილია.
  • რეგისტრაცია: 24.04.2012
  • სტატუსი:  offline
^
письмо благодарности в адресь Саакашвили от Европарламента
Авг 12, 2017 Речь идет о письме Яромира Штетина, члена Европейского парламента, которое он адресовал экс-президенту Грузии и бывшему главе Одесской области Михаилу Саакашвили
В письме Штетин признался, что регулярно информирует себя об актуальных делах и тем из политической жизни Грузии и Украины, а также что приветствовал подписание соглашений об ассоциации между ЕС и Грузией, между ЕС и Украиной.
«Я высоко ценю, господин Президент, Ваш вклад в открытии дверей к демократии в Грузии, к членству в ЕС и НАТО.
  • რეგისტრაცია: 24.04.2012
  • სტატუსი:  offline
^
Эксклюзив "Страны". Главу МВД Грузии разыграл пранкер Лексус от имени Авакова
https://www.youtube.com/watch?v=MaA-1YegY6g
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005