Babajana
წყარო: ipn.ge, 12 აგვ 2017, ნახვები: 2234, კომენტარი: 9
daviT berZeniSvili - eklesiaSi aris Zalian mZlav
photo © ipn.ge  
საქართველოს ეკლესიაში არის ძალიან მძლავრი რუსული დესანტი, ეს არის საფრთხე და საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ ამაზე ღიად ვილაპარაკებთ, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ”რესპუბლიკური პარტია” ღიად იტყვის, რომ ქვეყანაში არც საერო და არც სასულიერო წრეებში, არც პარლამენტსა და არც საპატრიარქოში რუსეთს მნიშვნელოვანი გავლენიანი ინსტრუმენტები არ უნდა ჰყავდეს.
"ჩვენ ღიად და მკაფიოდ გავილაშქრებთ იმ უსამართლო პრაქტიკის წინააღმდეგ, რომ არამხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც არის ყოველწლიურად 25 მილიონი ლარი, არამედ ლამის ყოველი თვითმმართველობიდან, ლამის ყოველ მეორე სხდომაზე ჰექტრობით მიწა, ქონება ეკლესიას გადაეცემა. ბათუმისხელაა ის ფართობი, რაც დღეს ეკლესიას 1 ლარად საკუთრებაში აქვს მიღებული. აღარ ვსაუბრობ ჯიპებსა და სხვა ქონებაზე. ეკლესიაში სისტემური კრიზისია - რომელი ეპისკოპოსი რომელ ეპისკოპოსზე რას ლაპარაკობს და რამდენი მილიონერი ეპისკოპოსი გვყოლია... მოკლედ, ძალიან რთულად არის საქმე. 1103 წელს დავით აღმაშენებელმა რუის-ურბნისის კრება მოიწვია. ეკლესიაში დღესაც არის უკიდურესი კრიზისი და ეს კრიზისი ცუდად მოქმედებს საქართველოს სახელმწიფოზე, ადამიანის უფლებებზე, დასავლურ ხაზზე. ეკლესია შეზრდილია ხელისუფლებასთან და ხელისუფლებასთან ვაჭრობა-გარიგების გზით მიმდინარეობს ჩვენი მოქალაქეების გაკონტროლება. გარდა ამისა, უსუფრთხოების თვალსაზრისით სულ უფრო და უფრო სახიფათო ხდება რუსეთის გავლენა საქართველოს საპატრიარქოზე. საქართველოს ეპისკოპოსთა ნაწილი ღია ტექსტით მხარს უჭერს რუსეთს და აგინებს დასავლეთს. გნებავთ ეპოსკოპოსი იობი, რომელიც განსაკუთრებული განათლებით ვერ დაიკვეხნის და გნებავთ ეპისკოპოსი იოანე გამრეკელი, რომელიც სწორედ რომ განათლებით დაიკვეხნის, მაგრამ ამას არ შეუშლია მისთვის ხელი ”ერეკლე მეორის საზოგადოებასთან” ერთად, ანტიამერიკული ფილმისთვის ტაში დაეკრა კინოსახლში. ჩვენ ამ თემებზე ღიად ვილაპარაკებთ”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” დავით ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, საარჩევნოდ ”რესპუბლიკური პარტია” ისაუბრებს უმცირესობების უფლებებზე - რელიგიური, ეთნიკური და სხვა უმცირესობების უფლებების დაცვაზე.
"რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო კამპანია იქნება უაღრესად ლიბერალური, ღია და პატრიოტული სულისკვეთების. ჩვენ არ ვიბრძვით უმრავლესობისათვის. საზოგადოება უმცირესობებისგან შედგება. იქ, სადაც ბევრი უმცირესობა არ არის, იქ არის საბჭოთა კავშირი - ერთი მონოლითი. ”რესპუბლიკური პარტია” ვართ პოლიტიკური უმცირესობა. ქვეყანაში არის სხვა უმცირესობაც. ჩვენ ღიად ვისაუბრებთ ამ თემებზე, - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.
  • რეგისტრაცია: 17.07.2014
  • სტატუსი:  offline
^
Акакий Цуцкиридзе · ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Iliauni
ТАВИС ДРОЗЕ ЗВИАДИСТВИС, РОМ АР ГЕГАЛАТАТ
---------------------
გავა დრო და ასევე ვიტყვით, თავის დროზე სააკაშვილისათვის რომ არ გეღალატა ( შენ არ იტყვი). ღალატი კარგად ვიცით.
  • რეგისტრაცია: 6.06.2015
  • სტატუსი:  offline
^
საქართველოს ეკლესიის მოქცევაში გასაკვირი არაფერია, თუ გავითვალისწინებთ ამ ეკლესიის არსს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რუსულ-ბიზანტიური ტიპისაა.
რუსული ეკლესია ბიზანტიის მიერ არის შექმნილი და მერე თათარ-მონღოლების მიერ განმტკიცებული. ბიზანტიური მართლმადიდებელი ეკლესია შექმნა იმპერატორმა კონსტანტინემ, როგორც იმპერიის იდეოლოგიური სამსახური.
ამიტომ საქართველოს ეკლესიაც იმპერიის იდეოლოგიურ სამსახურს წარმოადგენს.
სსრკ-ს დროს ამ ეკლესიას მართავდა ცეკას იდეოლოგიური განყოფილება და კაგებე.
დღესაც ფაქტიურად იგივეა - ეკლესიას მართავენ "ოცნების" პარტია და აღდგენილი კაგებე (სუს-ი).

მთავარი კი ის არის, რომ ეს ეკლესია არის ორთოდოქსული, დოგმატური და არ ვითარდება. ამიტომ ეს ეკლესია ვერ გაუწევს კონკურენციას სხვა ეკლესიებს. ეს ეკლესია შეიძლება უზრუნველად არსებობდეს მხოლოდ იმპერიის პირობებში. სხვა შემთხვევაში დააკლდებათ ფული, ქონება და გავლენა. ამიტომ საქართველოს ეკლესია ცდილობს დააბრუნოს საქართველო რუსული იმპერიის ქვეშევრდომობაში. თავის მხრივ რუსეთი და საქართველოს მარიონეტული მთავრობა დაინტერესებული არიან იმით, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყოს მდიდარი და გავლენიანი, რადგან მათ იდეოლოგიას კარგად გაატარებს მოსახლეობაში და დაეხმარებ მათ არჩევნებში და ძალაუფლების შენარჩუნებაში.

ამიტომ არსებობს მაფიოზური შეთქმულება ეკლესიასა და ბანდიტურ მთავრობას შორის. თვითონ ეკლესიაშიც ბევრი ბანდიტია. ამ მაფიას აწყობს ქვეყნის სიღატაკე, რადგან ღარიბი ხალხი ადვილი სამართავია და ადვილად იჯერებს ეკლესიის ზღაპრებს.

როგორც ვხედავთ, ეშმაკის წრეა შეკრული.

რა კასაკვირია, რომ მთავრობა ეკლესიას აჯილდოვებს - აძლევს ფულს, მიწებს და ქონებას. გარდა ამისა, ეკლესია ფაქტიურად კანონს არ ექვემდებარება - გათავისუფლებულია ნალოგებისგან. ეკლესია აქვს დიდი ბიზნესი - ყიდის სანთლებს, ოქრო-ვერცხლის ნაკეთობებს, ფულს იღებს რიტუალებში და ამ შემოსავლიდან ნალოგს არ იხდის.

რუსული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ასეთი შეღავათები პირველად შემოიღეს თათარ-მონღოლებმა. ისინი მიხვდნენ, რომ ეს ორთოდოქსული ეკლესია დაეხმარება მათ ხალხის მართვაში. ამიტომ, ეკლესია გაათავისუფლეს ნალოგებისგან, მისცეს სოფლები ყმებიანად და დააყენეს კანონზე მაღლა. ეს სახელმწიფო პრივილეგიები დღემდეა შემორჩენილი რუსეთისა და სქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებში.
  • რეგისტრაცია: 6.06.2015
  • სტატუსი:  offline
^
ეკლესია უნდა არსებობდეს სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად. ეკლესიის შემოსავალი უნდა იყოს ხალხის შემოწირულობა და არა ბიუჯეტის ფული. თუ ხალხს ჭირდება ეს ეკლესია, მაშინ შეწირულობებსაც გააკეთებს. ეკლესია უნდა იყოს ხალხისთვის და დაეხმაროს ხალხს ტრადიციების დაცვაში, ღმერთის მცნებების შესწავლაში. ეკლესია არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო საქმეებში და პოლიტიკაში.

რუსულ-ქართული ეკლესია კი პოლიტიკური ორგანიზაციაა.

როდესაც ამერიკაში კატასტროფა მოხდა - ცათამბჯენები დაინგრა და ხალხი დაიხოცა, მსოფლიოს ეკლესიებში წირვა გადაიხადეს. რუსეთის პატრირქმა კი განაცხადა, რომ ამერიკელი ხალხი ღმერთის რისხვამ დასაჯაო. შემდეგ რუსეთში მოხდა კატასტროფები - წყალქვეშა ნავი აფეთქდა, საიანო-შუშენსკის ჰესი დაინგრა და ხალხი დაიხოცა. პატრიარქი კირილე გამოვიდა და ამერიკა დაადანაშაულა. ღმერთის რისხვა აღარ გახსენებია.
საქართველოს ეკლესიაც ამერიკას ლანძღავს.

ამ ფაქტიებდანაც ჩანს, რომ ეს ეკლესიები წარმოადგენენ სახელმწიფოს პოლიტიკურ-იდეოლოგიურ სამსახურს და ღმერთის მცნებებთან უშუალო კავშირში არ არიან.
რელიგია მათთვის არის ნიღაბი. ამ ნიღბის უაკან იმალება საიდუმლო პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც არის კანონგარეშე და რომლის მთავარი მიზანია ხალხის გამოთაყვანება.
ესღა უნდა ისედაც გამოთაყვანებულ ქოც მოსახლეობას?
  • რეგისტრაცია: 30.09.2009
  • სტატუსი:  offline
^
nunu, mogityan ruseti she bozis gagdebulo
  • რეგისტრაცია: 28.11.2016
  • სტატუსი:  offline
^
აშიმშილე და გამოყლევდება ასეთი რამე არსებობს?.
  • რეგისტრაცია: 24.04.2012
  • სტატუსი:  offline
^
"საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ ამაზე ღიად ვილაპარაკებთ". wink lol
--დაგმე მიშა! მიშა დაგმე-მეთქი! კი,კი დაგმეთ მიშა მარა,თქვენ რა,თქვე კგბ-ს სპეცრაზმელებო? გამსახურდიაც ხომ დაგმეთ თქვე ხუნტისტებო?თქვენ ღმერთიც კი დაგმეთ და საკუთარი ღმერთი გამოძერწეთ მძღ-ერიდან და ფუნიდან.
  • რეგისტრაცია: 24.04.2012
  • სტატუსი:  offline
^
письмо благодарности в адресь Саакашвили от Европарламента
Авг 12, 2017 Речь идет о письме Яромира Штетина, члена Европейского парламента, которое он адресовал экс-президенту Грузии и бывшему главе Одесской области Михаилу Саакашвили
В письме Штетин признался, что регулярно информирует себя об актуальных делах и тем из политической жизни Грузии и Украины, а также что приветствовал подписание соглашений об ассоциации между ЕС и Грузией, между ЕС и Украиной.
«Я высоко ценю, господин Президент, Ваш вклад в открытии дверей к демократии в Грузии, к членству в ЕС и НАТО.
  • რეგისტრაცია: 24.04.2012
  • სტატუსი:  offline
^
Эксклюзив "Страны". Главу МВД Грузии разыграл пранкер Лексус от имени Авакова
https://www.youtube.com/watch?v=MaA-1YegY6g
  • რეგისტრაცია: 14.02.2016
  • სტატუსი:  offline
^
შევარდნაძეს გაფიცებ
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005