Babajana
წყარო: ipn.ge, 12 აგვ 2017, ნახვები: 851, კომენტარი: 1
aleqsandre elisaSvili - erTi porcia vazelinis gad
photo © ipn.ge  
მიუხედავად იმისა, რომ „ერთი პორცია ვაზელინის გადასმით“ ივანიშვილის კარზე, ნებისმიერ თანამდებობაზე ვიქნებოდი, მიმაჩნია, რომ ხალხის გვერდით უნდა ვიყო, - ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა.
ალექსანდრე ელისაშვილმა თავისი კონკურენტი, „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია გლდანში 3 დღით საცხოვრებლად გადასვლის გამო გააკრიტიკა. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ გაიგოს როგორია გაჭირვება, მას სადმე სხვაგან „გადაცხოვრება“ არ სჭირდება.
„მე თბილისის პრობლემებით ვცხოვრობ დაბადებიდან. იმისთვის, რომ თუნდაც ეკონომიკური სიდუხჭირე გავიგო როგორია, ამისთვის, სადმე გადაცხოვრება არ მჭირდება. ოჯახში გავიზარდე, სადაც სხვებთან ერთად ძალიან მძიმე გაჭირვება ვნახე. პროცენტიანი ვალები, დაყაჩაღებული ჩემი მშობლები. ერთადერთი მარჩენალი ოჯახის - ტაქსი, ძველი „ვოლგა“ იყო და ისიც წაგვართვეს. სადღაც გადაცხოვრებით არ მჭირდება გავიგო, როგორ უჭირთ ადამიანებს.
დღესაც ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ და ისევე მახრჩობს კრედიტები, როგორც სხვას, მიუხედავად იმისა, რომ ერთი პორცია ვაზელინის გადასმით , ივანიშვილის კარზე, ნებისმიერ თანამდებობაზე ვიქნებოდი, მე მიმაჩნია, რომ ხალხის გვერდით უნდა ვიყო და ამისთვის რაღაც წინასაარჩევნო ამბები არ მჭირდება.
იმიტომ მინდა რაღაცეები გამოვასწორო, იმიტომ ვარ გარჯაში თბილისის პრობლემების მოსაგვარებლად 2006 წლიდან, რომ მე თვითონ მაწუხებს ეს პრობლემები. ვიღაც კი არ მიყვება, რომ გლდანში ასე უჭირთ და მოდი წინასაარჩევნოდ იქ იცხოვრე 3 დღით, მე თვითონ მაქვს მსგავსი პრობლემები“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
  • რეგისტრაცია: 14.02.2016
  • სტატუსი:  offline
^
პოლიტიკოსი სუფთა უნდა იყოს წესით და არც უნდა გაგიკვირდეს.
მე არ ვიცი რანაირი პოლიტიკოსია, მგონი, ჟურნალისტი იყო ადრე, სანამ საკრებულოში მივიდოდა.
ორი თვისება არ მომწონს ამ ადამიანის.
1) გულღრძოა და დაუნახავი, პირადულს უფრო წინ აყენებს ვიდრე საზოგადოებრივს, რომ კითხო, მიშაზე ცუდის მეტს კარგს არ გაიხსენებს.
2) წამოიწყებს საქმეს და ბოლომდე არ მიიყვანს ბესელიას ამბავი გაიხსენეთ.
კარგი ბიჭობა არ შველის პოლიტიკას. სამართლიანი და პრინციპული უნდა იყო, ძალიან სუსტი კანდიდატია. თან არც ერთი პარტია არ დგას მის უკან ზურგი რომ გაუმაგროს. დამოუკიდებლად კი შორს ვერ წავა
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005