Babajana
წყარო: ipn.ge, 11 აგვ 2017, ნახვები: 458, კომენტარი: 2
qeTevan cixelaSvili - Cveni brZola Tavisuflebi
photo © ipn.ge  
ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის ჯერ არ დასრულებულა, ეს ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად მშვიდობიანი ფორმით, - ასე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ხურჩა-ნაბაკევის ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლებას. ციხელაშვილის თქმით, აღნიშნულს საქართველოს მთავრობა დაუპირისპირებს იმას, რასაც გასული 9 წლის განმავლობაში უპირისპირებდა.
"ეს არის განგრძობადი ოკუპაცია, ხდება რეგულარული პროვოკაციები, როგორიც არის მავთულხლართების და ბანერების აღმართვა და არის მცდელობა, რომ დაიჩეხოს საქართველოს ტერიტორიები, ხდება უკანონო დაკავებები. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის ჯერ არ დასრულებულა, ეს ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად გაგრძელდება მშვიდობიანი ფორმით, ძალიან პრინციპულად, ძალიან მტკიცედ, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანების მთავარი ამოცანა არ იქნება მიღწეული", - განაცხადა ციხელაშვილმა. მინისტრის თქმით, ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მარტო არ არის.
"თქვენ იცით, რომ ყველა ამ ნაბიჯის შესახებ ძალიან მკაფიოა საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციაც. თქვენ ნახეთ განცხადებები, რომელიც გავრცელდა პუტინის სოხუმში ვიზიტთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ნატო-ს, ევროკავშირის და სხვადასხვა სახელმწიფოს მხრიდან, რომლებიც გვერდში უდგანან საქართველოს ბრძოლაში ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მშვიდობიანად აღსადგენად. ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას მთლიანად იზიარებენ და უჭერენ მხარს და ჩვენ მარტო არ ვართ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გვაძლევს სიმტკიცეს. ზუსტად დღევანდელი დღე, ასეთი გმირობა გვაძლევს იმ შეუპოვრობას და სიმტკიცეს, რომლითაც ჩვენ ამ გზას გავივლით", - აღნიშნა ციხელაშვილმა, რომელმაც შინდისში დაღუპულებს დღეს პატივი შინდისის მემორიალთან მიაგო.
  • რეგისტრაცია: 6.06.2015
  • სტატუსი:  offline
^
რაღაცაში საქმე. აღარც პრემიერი, აღარც ქოცების მინისტრები თავის გამოსვლებში აღარ იმეორებენ მათი იდეური ლიდერის ძირითად დებულებას: "ომი სააკაშვილმა დაიწყო".
შეიძლება რუსები მართლაც ცვლიან ჭორვილელ ხიხოს სხვა რომელიმე ხიხოთი.
მაგალითად სამტრედიელი ხიხოთი, რომელსაც უფრო კარგად ეხერხება საკუთარი კარის დაბომბვა.
  • რეგისტრაცია: 29.01.2014
  • სტატუსი:  offline
^
ხო აბა მიშა სხვას ან რას ამბიბდა ან რას აკეთებდა. საერთაშორისი მხარდაჭერა მიშას შექმნილია და ახლა აჭიკჭიმდით ხო. ის რაც კარი გააკეთა მიშამ თუ ხმამაღლა აღიარებთ იტყვით და გააგრძელებთ მაშინ თქვენც ფასი დაგედებათ და პოლიტიკოსებათ იქნებ ჩამოყალიბდეთ და არა ბოღმისტებათ რაც ჯერ-ჯერიბით ხართ
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005