Babajana
წყარო: rustavi2.com, 11 აგვ 2017, ნახვები: 3110, კომენტარი: 7
moskovi Tbilisis asaRebad emzadeboda - 58-e ar
photo © rustavi2.com  
რუსული ინტერვენციიდან ცხრა წლის შემდეგ 58-ე არმიის მეთაური სკანდალურ განცხადებას აკეთებს. 58-ე არმიის ხელმძღვანელი, ის, ვინც 2008 წელს აგვისტოში ქართულ ქალაქებს ბომბავდა და სოფლებს მიწასთან ასწორებდა, ღიად ყვება, რომ მოსკოვი თბილისის ასაღებად ემზადებოდა.
გენერალი ხრულოვის თქმით, სამხედო ოპერაციისთვის სპეციალური ჯგუფიც მზად იყო და თბილისიდან 22 კილომეტრში იდგა. 58-ე არმიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თბილისის აღება ერთადერთი მიზეზით გადაიფიქრეს, - მოსკოვს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდის შეეშინდა.
რუსი გენერლის სკანდალური აღსარება შესაძლოა, გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰააგის სასამართლოსთვის, რომელიც აგვისტოს ომის გარემოებებს სწავლობს. რუსეთი პროკურორ ფატუ ბენსუდას ჯგუფთან არ თანამშრომლობს, ამიტომ მათ ინფორმაციის მოპოვება სხვა წყაროებიდან უწევს. ოპოზიცია საქართველოს მთავრობას ამ ინტერვიუს გამოძიებისთვის მიწვდას ურჩევს.
გამოიყენებს თუ არა საქართველოს მთავრობამ რუსი გენერლის სკანდალურ ინტერვიუს საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს, ამ თემაზე დღეს ხელსუფლებას განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ თბილისის აღების გეგმის გახმაურების ამბით, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი დაინტერესდება.
2008 წლის 10 აგვისტოს რუსული დანაყოფები დაქოქილი ტანკებითა და ჯავშანმანქანებით თბილისიდან ახლოს იდგნენ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ იგოეთიდან ტანკები გავიდნენ, მაგრამ მათ ნაცვლად ქვეყნის დაპყრობა სხვა მეთოდებით დაიწყეს.
  • რეგისტრაცია: 30.10.2014
  • სტატუსი:  offline
^
маг генералс, маг бозис гагдебулс, диди дге ар уцериа. цота ханши гавигебт, ро ванаши тави чамоихрчо, ан гзазе гадасвлисас манканам гаитана ан киде раме...
  • რეგისტრაცია: 30.10.2014
  • სტატუსი:  offline
^
сад ариан бозеби: беселиа, квициани, маршаниа, бурджанадзе, иванишвили да киде беври теслс гаколебули, саакашвилма дауцко русетс омио!!! тквенс оджахебс шесца саакашвилма!!!
  • რეგისტრაცია: 29.01.2014
  • სტატუსი:  offline
^
ვაჟკაცობა ისაა რომ როცა მოტყუებული ხარ და გჯერა რაღაც ამბის და მერე სიმართლეს გაიგებ და სუმართლის მხარეს დადგები. ანუ უკვე ფაქტია რიმ მიშამ ომი კი არ დაიწყო საკუთარ ქვეყანაში არამედ მტერს ვაჟკაცურად დახვდა და ქვეყანაც გადაარჩინა. ეს ასე რომ არ ყოფილიყო დღევანდელი მთავრობა ქოცებით კი არ იქნებოდა დაკომოლექტებული არამედ რუსებით და საქრთველო ქვეყნის მაგივრად იქნებიდა გუბერნია. გამოდის რომ მიშამ, უფრო სწორედ საქართველომ ფა ქართველთა გმირულმა, თავდაუზოგავი ბრძოლით რუსეთ ეს ომი მოუგო და საქართველო გადაარჩინა უდიდეს მსხვერპლს. წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი დაიღუპებოდა რუსული ტანკები თბილისში რომ შემოსულიყვნენ?!
მაგრამ მიშამ მოახერხა და ჯერ ომით დედა მოუტყნა მტერს გააჩერა სანამ მსოფლიო დაიღვიძებდა და მერე თბილისში მსოფლიოს პრეზიდენტები ჩამოიყვანა რაც ომის ერთგვარი ტაქტიკა იყო. აბა რუსეთის 100 000 არმიას ომით როგორ მოუგებდით? ხერხე ჯობია ღონესა თუ კაცი მოიგონებსა... როთაც უნდა ვიამაყოდ და არა ის რომ მიშას ვაბრალოთ უნამუსოდ რაღაც ზღაპრები რითაც სინამდვილეში საქართველოს ვაბრალებთ ანუ ბრიყულად ვიბრალებთ რომ ჩვენ დავიწყეთ ომი. ვერც კი ვხვდებით იმას რომ მიშას კი არ ვაზარალებთ არამედ საკუთარ თავებს და ქვეყანას. კარგათ გაიხსენეთ ცეცლის შეწყვეტის მერე შემოვიდა რუსი ქალაქებში როცა ქართული ჯარი ტაქტიკურად გაქრა თორე პირისპირ ომის დროს ცხინვალამდეც ვერ შემოვიდნენ, საქმე დასავლეთის ხელში ანუ პოლიტიკოსების ხელში გადავიდა და არა სამხედროების. ესეც ტაქტიკურად მოგებული სვლა იყო... ხალხნო გამოფხიზლდით გავერთიანდეთ აქ საქმე მიშაზე აღარაა მარტო ეს ჩვენ ყველას გვეხება. გმირები უთანასწორო ბრძოლაში იბადებიან და არა ერთმანეთის ბოღმაში და ზიზღში. ფაქტია მიშა დღესაც მოძრაიბს მსოფლიოში უპრობლემოთ და არ ისვენებს მიუხედავად იმისა რომ არანაერი მოქალაქეობა არ გააჩნია, ანანსტი წულუკიანის თამადობით დასაჭერათ დავზდევთ მაგრამ მაინც თავისას აკეთებს და არის პუტინის ნომერ პირველი დაუძუნებელი მტერი. არაა მიშა მაგარი? რამდენ რამეს უძლებს? მაგარია!!! და მოდი ნუ გავატრაკეთ რა. სირცხვილია რიმ პიჯაკების გულისთვის და საპნის გულისთვის ბრალდებას ისევ საკუთარი ხალხი უყენებს. ჩვენი საერთო სირცხვილია ეროვნული თორე როგორც ვთქვი მიშა მაინც დაქრის და თავისას აკეთებს. ასე რომ წულუკიანმა ერთი ყვერიც ვერ მოჭამა. წაიქცევა? წამოდგება და უფრო ძლიერდება. დღეს უკვე ლაზიკაც იქნებოდა ბიუჯეტიც მეტი იქნებოდა და ყვლას უფრო მეტი საჭმელი ექნებოდა მაცივრებში და ეკინიმიურად უფრო ძლიერები ვიქნებოდით. ქართული სამხედრო წარმოებაც უფრო განვითარებული და გაფართოებული იქნებოდა, მეტი კურორტები და აშენებული სოფლები და რაიონები. მიშა მაგარია. ჩვენ ვართ ბიყვები და უტვინოები რომ ერთი ქურდის ტრაკს და მასში ციცხებს ქვეყანა გადავაყოლეთ. დიდება გმირებს და დედის ხვნა ყვრლას ვისაც გული სხვაგვარად უძგერს
  • რეგისტრაცია: 6.06.2015
  • სტატუსი:  offline
^
2008 წლის ომის მიზანი

ხრულოვის ინტერვიუში ახალი არაფერია.
რუსეთი დარწმუნებული იყო, რომ თბილისს აიღებდა, ამიტომ ღიად გამოაცხადეს, რომ ჯარის საქართველოში შეყვანის მიზანი იყო მთავრობისა და პრეზიდენტის შეცვლა (და არა ოსების დაცვა). ომის დაწყებისთანავე ეს ოფიციალურად გამოაცხადა ჩურკინმა გაეროს უშიშროების საბჭოზე და აგრეთვე ლავროვმა შეატყობინა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს.
საქართველოს მხრიდან ეს ომი მიწების დაბრუნების მცდელობა კი არ იყო, არამედ თავდაცვა შემოსეული მტრისაგან და ქვეყნის გადარჩენა.

რუსეთმა ამ ომისთვის მზადება 2002 წელს დაიწყო - სამხედრო რკინიგზა გაიყვანა აფხაზეთში და მძიმე შეიარაღების შემოტანა დაიწყო. გზები მოიყვანა საქართველოს საზღვრამდე ჩეჩნეთიდან და დაღესტნიდან. 2004 წელს რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება ომის დაწყების თარიღზე -2007 წლის დეკემბერი, რასაც უკავშირებდა კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობას. მაგრამ კოსოვოს საკითხი გადაიტანეს 2008 წლისთვის. ამიტომ რუსეთმაც გადაიტანა ომის დაწყების თარიღი - 2008 წლის 20 აგვისტო. ამ თარიღისათვის საზღვაო ფლოტი სევასტოპოლიდან მოადგებოდა საქართველოს სანაპიროებს. საზღვაო ქვეთი ჯარით და აფხაზეთში დაბანაკებული 20 ათასიანი არმიით დასავლეთიდან ერთ დღეში აიღებდნენ თბილისს. ჩრდილოეთიდან შეტევას არ აპირებდნენ, რადგან მთიანი ადგილებია. 58-ე არმიის შემოყვანა დაიწყეს 7 აგვისტოს ღამით, რომელიც უნდა დაბანაკებულიყო ცხინვალთან და რომლის ფუნქციაც იყო საქართველოს მოსახლეობის კონტროლი ომის შემდეგ. რუსეთი არ მოელოდა, რომ საქართველოს მცირერიცხოვანი არმია წინ აღუდგებოდა 80 ათასიან 58-ე არმიას. საქართველომ შეძლო მტრის ჯარის შეჩერება, რის შემდეგაც ევროპა და ამერიკა ჩაერია და ქვეყანა გადარჩა.

ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც რუსეთი თავს დაესხა მეზობელ პატარა ქვეყანას და ვერ მიაღწია გამარჯვებას. რამდენიც არ უნდა იყეფონ დღეს ქოცებმა, ეს ომი შევა საქართველოს ისტორიაში იმ ომების რიცხვში, როდესაც საქართველო გადაურჩა მრავალრიცხოვან მტერს ქართველების გმირობის შედეგად. საქართველოს ისტორიაში შევა გიორგი ანწუხელიძე და არა ბორია ჭორვილსკი.

რუსეთი აღწევს მიზანს მაშინ, როდესაც ერთ დღეში იღებს დედაქალაქს. ქაბული ერთ დღეში აიღეს, ყირიმც ერთ დღეში.
ჯგუფი "ალფა" უკვე იყო თბილისში სამშობლოს მოღალატეების ოჯახებში დაბანაკებული. დანარჩენი მოღალატეები რუსეთის ჯარის სადღეგრძელოს სვამდნენ ჩუმათ, სოროში ჩამძვრალები მაშინ, როდესაც გმირები მტერს აკლავდნენ თავს.
დღეს ეს ლაჩრები გაჰყვირიან ომი საქართველომ დაიწყოო.
  • რეგისტრაცია: 13.11.2013
  • სტატუსი:  offline
^
Nodari Fanculaia და მისნაირი ანალ-იტიკოსები მაინც არ გადაუხვევენ ბელადი ნახევარქათამას ლოგიკურ ვექტორს: პროვოკაციას წამოეგოო სააკაშვილი, იტყვიან და თავი განათლებულ, მოაზროვნე რაინდებად მოეჩვენებათ lol
  • რეგისტრაცია: 6.06.2015
  • სტატუსი:  offline
^
Merabi Buliskiria, ეხლა ადვილია ლაპარაკი იმაზე, თუ რა უნდა გაეკეთებინა სააკაშვილს და რა არ უნდა გაეკეთებინა. ომის პირველ დღეებში მსოფლიო ვერ მოასწრებდა ჩარევას. სააკაშვილი რომ არ შებრძოლებოდა, თბილისს აიღებდნენ ერთ დღეში, საქართველოს მთავრობის მეთაურად გამოცხადებდნენ გიორგაძეს, რომელიც ჩაკეტავდა საზღვრებს, იფიციალურად მოიწვევდა რუსის ჯარს და მსოფლიო საერთოდ ვეღარ ჩაერეოდა.

სარკოზიმ არ გადაარჩინა საქართველო. ებრაელი სარკოზი ჩავიდა ებრაელ მედვედევთან და საქართველოში ჩამოიტანა ხელშეკრულება, რომლის მეექვსე პუნქტით გათვალისწინებული იყო საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა, რის შემდეგ მთელი მსოფლიოც ცნობდა. სააკაშვილი არ დათანხმდა და ამოაღებინა ეს პუნქტი, მიუხედავად იმისა რომ რუსეთის ტანკები თბილისიდან 20 კილომეტრში იდგნენ.

საქართველო სარკოზიმ კი არ გადაარჩინა, ამერიკამ გადაარჩინა. ჰუმანიტარული დახმარების საბაბით ფრთოსანი რაკეტებით შეარაღებული ამერიკის სამხედრო ხომალდები ბათუმთან განლაგდნენ. თბილისში ჩამოფრინდნენ ამერიკის სამხედრო თვითმფრინავები, რომლებითაც ჩამოიტანეს რაკეტები Patriot და განალაგეს თბილისის გარშემო. თურქეთის დაზვერვა საქართველოზე გადმოერთო. ამერიკელებმა ორ თანამგზავრს ორბიტა შეუცვალეს და საქართველოს თავზე დაკიდეს. სპარსეთის ყურეში და ხმელთაშუა ზღვაში ამერიკის სამხედრო ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს და რუსეთი მკაცრად გააფრთხილეს ამის შესახებ.
ამიტომ დაიხია რუსეთმა უკან და ვერ გაიმარჯვა - ვერ მიაღწია მიზანს.
როდესაც ჩვენ ვმსჯელობთ 2008 წლის ომზე, საკუთარი მისაზრებების გარდა, ჯობია ეს ფაქტებიც გავითვალისწინოთ.
  • რეგისტრაცია: 6.06.2015
  • სტატუსი:  offline
^
Lasha Oniani-მა ახალი ცნება შემოიტანა - "ქოცნაცური სპეკულაცია".
ვითომ ჭორვილსკის რუსეთუმე კლანი და სააკაშვილის რეფორმატორების გუნდი ერთი და იგივეა.
ეს რუსული პროპაგანდის მიერ შემოგდებული საკენკია.
იმის შემდეგ, რაც მეოცნებე ხალხისთვის გასაგები გახდა ამ მთავრობის მოღალატეობრივი და ბანდიტური არსი, უკვე ვეღარ აქებენ. ამიტომ შეცვალეს პოლიტიკა და ორივე მთავრობას უვარგისად აცხადებენ. თანაც მიანიშნებენ, რომ წინა უფრო უარესი იყო. ამით ცდილობენ ყურადღება გადაიტანონ მთავარი საკითხიდან.

სააკაშვილის მთავრობას საქართველო მიყავდა დასავლური კურსით - მსოფლიოში კარგად ცნობილი ეკონომიურ-პოლიტიკური სისტემით, რომლითაც არაერთმა პატარა და ღარიბმა ქვეყანამ დააღწია თავი სიღარიბეს და ჩამორჩენილობას (ფინეთმა, სინგაპურმა, სამხრეთ კორეამ და სხვებმა). ივანიშვილის მთავრობა საქართველოს აბრუნებს რუსეთის ქვეშევრდომობაში - ესე იგი მუდმივ სიღარიბეში და ჩამორჩენილობაში. ამ განსხვავებას ვერ ხედავენ პირადი წყენის გამო შურისძიებით დაბრმავებულები ან კონსპირაციული თეორიებით ტვინგადატრიალებულები.

რაც შეეხება იმ წინადადებას, რომ სააკაშვილმა პოლიტიკას თავი დაანებოს და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს დავხურავთო, უნდა ითქვას, რომ ეს უაზრო წინადადებაა. თუ სააკაშვილი პოლიტიკაში აღარ ჩაერევა, მაშინ მის საქართველოში დაბრუნებას აზრი ეკარგება. საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს კი საზღვარგარეთ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ქოცებმა წერონ და იკითხონ. თვითონ სააკაშვილისთვის ეს სამარხვინო პოლიტიკური დევნა სასარგებლოც არის, ისევე როგორც უკრაინის პრეზიდენტის უღირსი საქციელი.

ქოცები მხოლოდ იმ საკითხს უნდა დაუფიქრდნენ თუ რატომ ეშინიათ ასე სააკაშვილის და ამას თუ გაითვითცნობიერებენ, შეიძლება გამოფხიზლდნენ კიდეც.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005