Babajana
წყარო: ipn.ge, 10 აგვ 2017, ნახვები: 1679, კომენტარი: 4
ukrainis sagareo uwyeba - saakaSvilis gada
photo © ipn.ge  
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაადგილებას უცხოელ პარტნიორებთან არ განიხილავს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ალექსეი მაკეევმა განაცხადა.
"უკრაინის საგარეო უწყება მუდმივად ხვდება უცხოელ კოლეგებს, მაგრამ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი ერთი კონკრეტული პირის გადაადგილება არ არის. შესაბამისად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამგვარ საუბრებს არ ატარებს. მითუმეტეს, რომ ვინ იცის, თუ ხვალ სად აღმოჩნდება ეს პირი", - დასძინა მაკეევმა ტელეარხ ZIK-ის ეთერში.
  • რეგისტრაცია: 6.06.2015
  • სტატუსი:  offline
^
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე არ არის. ამიტომ უკრაინის მთავრობა უნდა დაწყნარდეს, მაგრამ ვერ წყნარდება და ისევ სააკაშვილზე ლაპარაკობს.
სააკაშვილი არც საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ საქართველოშიც ვერ წყნარდებიან.
სააკაშვილის მიმართ ახალ-ახალი ბრალდებების წაყენება საქართველოს მთავრობას ჭირდება საშინაო მოხმარებისთვის - ამით ქოცებს აწყნარებენ: ჩვენ თუ აგვირჩევთ, სააკაშვილი ვერ დაბრუნდება და თქვენ გექნებათ საშუალება გააგრძელოთ ცხოვრება ჩვეულებრივი ქურდული გაგებით.
  • რეგისტრაცია: 13.11.2013
  • სტატუსი:  offline
^
ქოცებს პუტინზე ვერ ათქმევინებ ერთ უხიაგ სიტყვას, სამაგიეროდ სააკაშვილზე იმდენი ლეგენდა მოიგონეს, სატანაზე არ უქადაგიათ ჩვენს კაგებეშნიკ წვეროსნებს მაგის ნახევარიც კი wink
მალე თეოლოგიური წიგნების წერასაც დაიწყებენ ქოცები, სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ეკლესიის დამანგრევლის როლში მოგვევლინება, ქონდრისკაცა ნახევარქათამა თავისი ცოცხოსანთა არმიით სააკაშვილის შემმუსვრელის შარავანდედით შეიმოსება და ქოცები მთელი პლანეტიდან დაიწყებენ წმინდაი იგი შუშის კოლბისას მომლოცველობას lol
ისე გიხაროდეთ ქოცებო, რავარც თქვენს დიდ ჯაბას უხარია იმქვეყნად smile
  • რეგისტრაცია: 6.06.2015
  • სტატუსი:  offline
^
banani, სააკაშვილზე ლეგენდებს რომ იგონებენ ეს სასაცილოც არის და სატირალიც.

საერთოდ ხალხს უყვარს ზღაპრები. განსაკუთრებით მათ, ვინც ბავშვობაშია ჩარჩენილი და მოზრდილ ასაკშიც ფსიქიკურად მოუმწიფებელი დარჩა. ქოცები თამამად შეიძლება მივაკუთვნოთ ასეთ კატეგორიას.
რელიგიური ფანატიზმიც ინფანტილიზმის შედეგია. ბავშვურად სჯერათ, რომ გაბრიელის საფლავზე დანთებული სანთელი ორ სურვილს აუსრულებს მათ.

ზღაპრებში ყოველთვის არის სასწაულებით გამდიდრება. მაგალითად ნაცარქექიაში.
ივანიშვილი მიამსგავსეს ქართული ზღაპრების პერსონაჟს.
ზღაპრებში ასახულია ხალხის კოლექტიური ქვეცნობიერი, რაც ავტომატურად მოქმედებს და თუ ასეთი სიტუაცია დაიხატება ხალხის თვალწინ, მაშინ ყოველივე დანარჩენს აზრი აღარა აქვს - ხალხი ბრმად მიყვება ამ სიტუაციას. გამოჩნდა პატარა კაცი, უბრალო, გაუნათლებელი, უვიცი, მაგრამ ნაცარქექიასავით ყველა პრობლემას იოლად წყვეტს. მთავარი პრობლემა კი ფულია. ამ პატარა კაცუნამ ეს პრობლემა გადაწყვიტა - ფული იშოვა და მოიტანა. თანაც უკვე ხალხს ურიგებს. 2016 წლის არჩევნებში 50 ლარი მისცეს თითო ქოც ამომრჩეველს. ეს არის 20 დოლარი - ერთი სადილის ფული. აქ მთავარი ის კი არ არის, რომ ქართველები (ქოცები) ასე იაფად იყიდებიან,
მთავარია თვითონ ფულის დარიგების ფაქტი, რაც ქმნის ზღაპრულ ილუზიას - იოლად გამდიდრების იმედს და ამაზე ოცნებას.
გიორგი ლეონიძის მოთხრობებში არის ორი პერსონაჟი, რომლებიც განასახიერებენ ქართველების ორ მნიშვნელოვან თვისებას.
1) შიში ცივილიზაციის წინაშე - სოფლის თავკაც ციციკორეს ეშინია რკინიგზის.
2) ოცნება სიღარიბისაგან იოლად თავის დაღწევაზე - ღარიბი გლეხი ელიოზი დარწმუნებულია, რომ სიღარიბეს თავს დააღწევს სასწაულის საშუალებით.
გასული 100 წლის განმავლობაში ქართველების მენტალიტეტში ბევრი არაფერი შეიცვალა.
ქართველები დაჭერილი არიან უკვე დიდი ხნით - მონახულია ეფექტური ხერხი საქართველოს სამართავად.
ქოცებს სააკაშვილის გუნდის დაბრუნების ეშინიათ, რადგან ზღაპარი გაქრება და რეალურ სინამდვილეს შეეჯახებიან - ოცნების მაგივრად შრომა დაჭირდებათ.
სხვათა შორის რუსეთშიც ზღაპრებით მართავენ ხალხს. ამაში მთავრობას ეხმარება მართლმადიდებელი ეკლესია.
  • რეგისტრაცია: 24.04.2012
  • სტატუსი:  offline
^
" მითუმეტეს, რომ ვინ იცის, თუ ხვალ სად აღმოჩნდება ეს პირი". wink lol
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005