Babajana
წყარო: ipn.ge, 19 მაისს 2017, ნახვები: 1152, კომენტარი: 1
dekanoz giorgi mamalaZes saxazino advokati daeniSna
photo © ipn.ge  
დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც სასამართლო განმარტავს, დღევანდელი სხდომა ბრალდებულის ადვოკატებმა კი არ დატოვეს, ისინი დარბაზიდან სასამართლოს უპატივცემულობისა და წესრიგის დარღვევისათვის გააძევეს.
"გიორგი მ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიხურა. ბრალდებულ გიორგი მ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დახურულ სხდომებზე გაგრძელდება. სასამართლომ, გადაწყვეტილება საქმეზე პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრების და პროცესის მონაწილის უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული კონკრეტული და რელევანტური გარემოებების გათვალისწინებით მიიღო.
ბრალდებულმა და დაცვის მხარემ პროტესტის ნიშნად სასამართლოს სხდომის დარბაზი დატოვეს, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს. სასამართლომ მოუწოდა დაცვის მხარეს წესრიგის დაცვისაკენ, ვინაიდან, სასამართლოს მითითებას ადვოკატები არ დაემორჩილნენ, სასამართლოს უპატივცემულობისა და წესრიგის დარღვევისათვის სამივე ადვოკატი გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან. აღნიშნულის თაობაზე, სასამართლომ გამოიტანა კერძო განჩინება, რომელიც გადაეგზავნება ადვოკატთა ეთიკის კომისიას.
ბრალდებულის უფლებებს, მომდევნო სხდომაზე სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავს. სასამართლო განხილვა 30 მაისს 11:00 საათზე გაგრძელდება. ბრალდებულს, მომდევნო სხდომაზე გამოცხადების თაობაზე, დადგენილი წესით გაეგზავნება უწყება და არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობა მიჩნეულ იქნება სასამართლოსთვის თავის არიდებად, შესაბამისად, საქმის განხილვა მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
  • რეგისტრაცია: 13.11.2013
  • სტატუსი:  offline
^
ასე ასამართლებდნენ 30-იან წლებში სტალინის ტერორის მოსამართლეები „ხალხის მტრებს“, ბარემ პირდაპირ დახვრიტეთ ეგ მამაო და მკვდარი საერთოდ ვეღერაფერს მაკოპრომიტირებელს იტყვის თქვენი კერპი საპატრიარქოს ბობოლების წინააღმდეგ
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005