Babajana
წყარო: ipn.ge, 19 მაისს 2017, ნახვები: 864, კომენტარი: 0
Tbilisis sakrebulos sxdomaze oTar farcxalaZisTvis
photo © ipn.ge  
ყოფილი მთავარი პროკურორისთვის ოთარ ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხმა თბილისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს შორის კამათი გამოიწვია. აღნიშნული საკითხი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა მარიკა დათუკიშვილმა დააყენა. მისი თქმით, თბილისის საკრებულომ 2016 წლის აპრილის განკარგულებით ყოფილ მთავარ პროკურორს ფარცხალაძეს მიწის ნაკვეთი მონაცვლეობით გადასცა.
დათუკიშვილის განცხადებით, არსებობს 300 ადამიანის ხელმოწერა, რომლებიც ფარცხალაძისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთზე რეკრეაციული ფუნქციის შენარჩუნებას ითხოვს. ამ მიზნით, აღნიშნულმა პირებმა საკრებულოს თავმჯდომარესაც მიმართეს, თბილისის მერიას და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოსაც. დათუკიშვილის თქმით, მოსახლეობა აღნიშნული ტერიტორიისათვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვდა.
"განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ ეს საკითხი დადებითად გადაწყვიტა და რეკომენდაცია გასცა, ამ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მინიჭებოდა და საკრებულოში შემოსულიყო განსახილველად. მაგრამ ეს საკითხი საკრებულოში არ შემოსულა, რადგან ჩაერთო ფარცხალაძის ინტერესი და თბილისის მერი დავით ნარმანია არ იყო მოტივირებული იმისთვის, რომ 300 ადამიანის ინტერესი დაეკმაყოფილებინა. მისი ინტერესი იყო მხოლოდ ერთი თაღლითი ფარხცალაძის ინტერესი ყოფილიყო დაკმაყოფილებული", - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა მარიკა დათუკიშვილს მოუწოდა, ნუ აკეთებდა პროვოკაციულ განცხადებებს.
"გული გეტკინათ ფარცხალაძესთან დაკავშირებით სიტყვა "თაღლითი" რომ გამოვიყენე? ფარცხალაძე მარტო თაღლითი არ არის, გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ოთხი მრავალსართულიანი შენობის აშენებას აპირებს", - განაცხადა დათუკიშვილმა და სხდომაზე მასალები წარადგინა. მარიკა დათუკიშვილის თქმით, აღნიშნული დოკუმენტაცია თბილისის მერიაშია შეტანილი.
"თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია და თუ აპირებთ ფარცხალაძეს რეკრეაციულ ზონაში ოთხი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მისცეთ?" - მიმართა შეკითხვით საკრებულოს დათუკიშვილმა.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005