Babajana
წყარო: ipn.ge, 19 მაისს 2017, ნახვები: 355, კომენტარი: 0
mamuka mdinaraZe gadaunawilebel mandatebTan dakav
photo © ipn.ge  
ვაპირებთ ნებისმიერი თეორიული რისკი გამოვრიცხოთ, ეს შეიძლება საპარლამენტო მანდატების მაქსიმალურ ოდენობასაც შეეხოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაუნაწილებენ მანდატებთან დაკავშირებით ”ზედა ზღვარის” შესაძლო დაწესების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
"ჩვენ ვთქვით და ამ კუთხით გამოვიჩინეთ უპრეცედენტო პოლიტიკური სითამამე, რომ თუ ვენეციის კომისია, რომელიმე ცვლილებასთან მიმართებით, სამართლებრივ ასპექტში, ნეგატიურ დასკვნას დადებს, ჩვენ ასეთი ცვლილების განხორციელებაზე უარს ვამბობთ. ასეთი პრეცედენტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ ყოფილა, ისევე როგორც ასეთი საყოველთაო-სახალხო განხილვები თავისი უპრეცედენტო გამჭვირვალობითა და საზოგადოების მაღალი ჩართულობით არ ყოფილა", - აღნიშნა მდინარაძემ. ოპოზიციური პარტიების ინფორმაციით, ე.წ. გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით ალტერნატივად მმართველი პარტია "ჭერის" შემოღებას განიხილავს. როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები ყველა გადაუნაწილებელი მანდატის პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის მიკუთვნებას ითვალისწინებს, რაც პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგანია. ვენეციის კომისიისადმი მიმართვაში პარტიები წერენ, რომ პარლამენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ხელისუფლება კომისიის უარყოფით დასკვნას ელოდება. ამ შემთხვევისთვის, ხელისუფლებას მომზადებული აქვს ”გეგმა ბ“ - ე.წ. ”კომპრომისული ვარიანტი“, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული ზედა ზღვარის დაწესებას ”შესავსები“ მანდატების კუთხით.
"წინასწარ, კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ”ბონუსების“ სისტემის ნებისმიერი ამგვარი თვალთმაქცური მოდიფიკაცია მიუღებელი იქნება და მიზნად ისახავს შემოთავაზებული უსამართლო საარჩევნო სისტემის კოსმეტიკურ შელამაზებას, რაც არ გადაჭრის იმ ფუნდამენტურ პრობლემას, რომელიც ქართულ საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს გააჩნია კონსტიტუციის ახალ პროექტთან და, კონკრეტულად პარლამენტის არჩევის წესთან დაკავშირებით", - ნათქვამია ვენეციის კომისიისადმი მიმართვაში, რომელსაც "დაიცავი კონსტიტუციის" ფარგლებში შემავალი პარტიები აწერენ ხელს.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005