Babajana
წყარო: ipn.ge, 18 მაისს 2017, ნახვები: 848, კომენტარი: 5
elene xoStaria xelisuflebas - ra gakveTili miiReT im da
photo © ipn.ge  
რა გაკვეთილი გამოიტანეთ იმ დაუსჯელობის სინდრომით, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთი მძიმე მხარე და ტვირთი იყო - ის, რომ ოთარ ფარცხალაძე გახდა თქვენი დროის გმირი?!, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სახალხო დამცველის ყოველწიური ანგარიშის განხილვისას, უმცირესობის დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ გააკეთა. ხოშტარიამ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს მიმართა, რომ მათ წინა ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომებიდან ვერაფერი ისწავლეს. ხოშტარიას განცხადებით, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ”ქართულ ოცნებას” ხელისუფლების შეცდომებიდან არა თუ გაკვეთილი არ გამოაქვს, არამედ სახალხო დამცველს იმის გამო ეჩხუბებიან, თუ რატომ არ აქებს მათ.
"მეგობრებო, თქვენ უკვე მეხუთე წელია ხელისუფლებაში იმყოფებით. ზუსტად ხუთი წლის წინ, საბედნიეროდ, მშვიდობიანი არჩევნების გზით თქვენ ხელისუფლება გადაიბარეთ. გადაიბარეთ კარგი, სავსე ბიუჯეტი, გადაიბარეთ დამარცხებული კორუფცია, გადაიბარეთ სახელმწიფო ინსტიტუტები, თუმცა გადაიბარეთ სერიოზული გამოწვევები - გამოწვევები ადამიანის უფლებებში და გამოწვევები დემოკრატიულ ინსტიტუტებში. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ წარსულზე სწორედ იმის გამო, რომ ეს წარსული ჩვენი ტვირთია. ამ წარსულზე ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, მაგრამ მთავარი მიზნით - არა იმიტომ, რომ თქვენ აირიდოთ პასუხისმგებლობა აწმყოსა და მომავალზე, არამედ მთავარი მიზნით, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, გამოვიტანით სწორი გაკვეთილები ამ წარსულიდან და საზოგადოებას შევთავაზოთ მომავალი. ამიტომ უნდა ვისაუბროთ წარსულზე და არა იმიტომ, რომ თქვენ დღეს გაექცეთ პასუხებს. ჩვენ დავტოვეთ დამარცხებული კორუფცია, მაგრამ დავტოვეთ სამარცხვინო სასამართლო სისტემა, ჩვენ დავტოვეთ სამარცხვინო კუდი, ჩვენ დავტოვეთ სამარცხვინო პირადი ცხოვრების ჩანაწერები, ჩვენ დავტოვეთ სამარცხვინო მედიაგარემო. რა გაკვეთილები გამოიტანეთ თქვენ?! რა გაკვეთილები გამოიტანეთ, როცა გირგვლიანის საქმის გმირი მურუსიძე დააწინაურეთ და სასამართლოს მოასვით თავზე? მოსამართლე, რომელიც ძაღლებს ასეირნებს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის დროს, უნდა დანიშნოთ და დააწინაუროთ?! ევა გოცირიძე უნდა გახდეს თქვენი სასამართლოს სახე, რომელიც აზრის გამოხატვის შეზღუდვაზე გვასწავლის ჭკუას?! ეს დასკვნა გამოიტანეთ სასამართლოს სისტემიდან, რომ ის პოლიტიკურ დაკვეთებს უნდა ემორჩილებოდეს?! საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც იმ სისტემაშიც კი დამოუკიდებელი იყო, უნდა დაასუსტოთ და მანანა კობახიძე ლამაზი ტახტით საკონსტიტუციო სასამართლოში გადააბრძანოთ?! ეს არის გამოტანილი გაკვეთილი?! რა დასკვნა გამოიტანეთ სამარცხვინო კუდიდან, რომ შეგექმნათ სუს-ი, რომელიც ხელს გაწერინებთ "მოსმენების კანონზე", რომელიც გულის სიღრმეში არც თქვენ მოგწონთ! დიახ, მათ უნდათ მოსმენები - მოსმენით სახელწიფოს მართვა, პოლიტიკური პროცესების მართვა. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც თქვენ ამ პერიოდში აირჩიეთ. რა გაკვეთილები გამოიტანეთ იმ დაუსჯელობის სინდრომზე, რომელიც გირგვლიანის საქმის ერთ-ერთი მძიმე მხარე და ტვირთი იყო - ის, რომ ოთარ ფარცხალაძე გახდეს თქვენი დროის გმირი?! უსწორდებოდეს, ურტყამდეს ადამიანებს და მერე ჩამწკრივდეს მთელი სახელმწიფო სისტემა: - პროკურატურა, სასამართლო და მერია უწყობდეს აუციონებს?! თქვენ არც ერთი ჩანაწერი არ ამოგიღიათ, რომელიც არ გაწყობდათ - მათ შორის ფარცხალაძესთან დაკავშირებული ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის პერიოდში! რა გაკვეთილები გამოიტანეთ იქედან, რომ პირადი ცხოვრების შელახვა არ შეიძლება?! - ის, რომ პირადი ცხოვრების კადრები გამოაქვეყნოთ და ადამიანები აშანტაჟოთ?! ან მედიაზე რა გაკვეთილი გამოიტენთ - ის, რომ დევნოთ ”რუსთავი2”, მათ შორის საერთაშორისო ზარალის და სტრასბურგის გადაწყვეტილების ხარჯზე?!", - მიმართა ელენე ხოშტარიამ მმართველი გუნდის წევრებს.
  • რეგისტრაცია: 6.06.2015
  • სტატუსი:  offline
^
"უმცირესობის დეპუტატი" - რაღაც დამამცირებლად ჟღერს ეს ტერმინი. ეს დეპუტატები მართლაც დამცირებული და დაპატარევებული არიან.
აი, ესეც ბევრს ლაპარაკობს ვიღაც ფარცხალაძეზე და სხვა "შესტიორკებზე", მაგრამ საერთოდ არ ეხება ძირითად საკითხებს. ელენე ხოშტარია მიმართავს ამ მთავრობას ტექსტით რომლის მოკლე შინაარსი ასეთია: "წინა მთავრობა არ ვარგოდა და თქვენც არ დაემსგავსოთ. თქვენ ბევრად უკეთესი საქმეების გაკეთება შეგიძლიათ და უნდა აკეთოთ."
მთავარი საკითხი კი ის არის, რომ რაც არ უნდა აკეთოს ბორია ჭორვილსკის მთავრობამ, შედეგი იქნება ხალხის სიღარიბე და ჩამორჩენილობა. რა აზრი აქვს ამ მთავრობასთან კორუფციაზე, კრიმინალზე და გაყიდულ სასამართლოზე ლაპარაკს, როდესაც თვითონ ამ მთავრობის არსი არის გამყიდველობა და კრიმინალი?
  • რეგისტრაცია: 15.09.2012
  • სტატუსი:  offline
^
Qetevani. da ras elodit borias shesyidul saqonebelisgan? ra tqma unda nacebs gadaabralebs, imitom rom tipiuri qoci gaxda nacebis xmebit, ra amazrzenia es yvelaperi gmerto chemo.
  • რეგისტრაცია: 24.02.2014
  • სტატუსი:  offline
^
Ис 9 цели, ромелиц гвахсендеба рогорц "сисхлиани" да мудмивад хдебода адамианис уплебебис даргвева. медиа да сасамартло системис ерт партиазе моргеба, роса кучаши автоматебит цхрилавен квекнис гирсеул мокалакеебс-машин Ме ам партиаши Ар вирицхебоди. Ме моведи ам партиаши Бокериа-бакрадзис да кидев схва гирсеул КОЛОСЕБТАН ертад(квици) асе уцода Платонма тавис моцапе Аристотелес, ромелмас "момент" сакутари тавис масцавлебелзе магла дакенеба моиндома. Тавис гасамартлеблад ки тква: Платони чеми мегобариа, маграм чешмаритеба упру метад пасобсо. халхис дахмаребит мивигет сакмарисзе мети хмеби да ахла Ме вар квекнис умаглеси саканонмдебло органос цеври да чемс агмафренас сазгвари ара аквс. Ме шемидзлиа мудмивад шеурацхвко копили президенти им дашвебули, уамрави шесдомебис гамо, рац мам чеми сакварели квекниса да халхис цинаше чаидина. Чвен квелаперс гавакетебт саимисод, ром Михеил Саакашвили квеканаши вер чадовидес да хелмеоред Ар дааргвиос квеканаши арсебули хармониа, рац 2016 цлис шемдег дамкарда. Имисатвис ром ес статуси шевинарчунот, чвен, Европули Сакартвело мзад варт гауригдет 👹👺🐉💰, Ис арис марили, вис гарешец дзнелиа цклис зедапирзе тивтиви. Ис чвентвис квелаперс акетебс, ром Ар чавешват пскерзе. Агмапрена каргиа Вавилонело Медзаво, маграм рчева икнеба, иприно монишнул териториебзе, торем Мишикос хасиати хом ици-Ис гавсс Максс "катори всегда хочет!"🙀😫😅
  • რეგისტრაცია: 24.02.2014
  • სტატუსი:  offline
^
Ше клекала, схвиси азреби ту Ар могцонс, сакутари чамоакалибе. Ггониа ар чанс, ту рас емсахуреба шени активоба, ше прашмандовка? Шени сакмианоба сцоред ис арис, ром схвебис активоба шеасусто, мсгавси кмедебебит. Ахсени,-рас емсахуреба шени уазро сарказми, вис емсахуреби, ра пасад емсахуреби, вис квевита хар да вис зевит👺🐉🙀💰😫😅имас ну ки цдилоб, ром схвисазе тква цудис; арамед, шени азри чамоакалибо, ту ратом арис Миша цуди да пирикит, ратом ариан коцеби укетесеби, ромлебиц шентан ертад мтрис позициазе дганан. Маг цариел тавши саидан могдис асети сирули азреби, ром кацс калис сахелит мимарто? Геткоба маград гекавеба траки, да даукмакопилеблобис грдзноба гаквс. Мец дагидзахеб кацис сахелс да ес сахели икнеба СЕРГИА, кутаисели сергиа, ромелсац ки Ар минда шеурацхкопа мивакено, радган, шенган гансхвавебит, ис агис кетили да шен ки кетилмоткнули, огонд оривес гакавширебт ерти саерто накли (?) даукмакопилеблобис грдзнова-ориве СЕРГИАС ковелтвис гиндат-намдвили мокрдзалебулад итховс, феики(шен) ки агресулад моитховс🐒🗣👎🏿🖕🏼🌶🍆
  • რეგისტრაცია: 24.02.2014
  • სტატუსი:  offline
^
Мераб Булискириа, тавис дрозе арасцорад дагикоментебиа, аравитари гаригеба Ар копила нацебса да Евро коцебс шорис. Гаригеба вистанац мохда, иматац емсахуреба Бокериа-бакрадзис гунди. Рац шеехеба Хоштариас, ес метичара куили, сакутари компетенциис фарглебс ром сцдеба, вер хедав? Ромел "сисхлиан 9 целзе" игебс пасухисгеблобас? Вин ико да вин екитхебода ЕНМ-ис мартвис цлебши раимес? Ег ико "табулас" хшири стумари, садац "бисолас"(черголеишвили) дауахловда да тависи мзаквробит да симдаблит гахда парламентис цеври. Ег ис Хоштариа Ар арис, ром джер хмеби датвлили Ар ико мтлианад да сакутари дамарцхеба ром агиара? рац ам гундма гаакета, нацебидан гамокофил арц ертс Ар укадребиа-мат гиат моипарес парламентши 21 мандати. Аи мова адгилобриви арчевнеби да тавад дарцмундеби, ром мат халхи хмас Ар мисцемс👹👺💰
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005