Babajana
წყარო: rustavi2.com, 18 მაისს 2017, ნახვები: 1260, კომენტარი: 2
herbert zalberi guSin galSi okupirebuli afx
photo © rustavi2.com  
ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები გალში, ოკუპაციის ხაზზე 3 საკონტროლო-გამშვები პუნქტის დახურვის პროცესს დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ისინი გალში 17 მაისს იმყოფებოდნენ. მათ ადგილზე გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თემურ ნადარაია და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, დაურ კოვე, შეხვდნენ.
"ჩვენი ვიზიტი დღეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენ, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, გვსურდა, გვენახა, რა სიტუაციაა ადგილზე. ჩვენ ჟენევაში ხშირად ვსაუბრობთ არსებულ სიტუაციასა და უსაფრთხოებაზე ამ რეგიონში. ამგვარად, ჩვენ მოხარულები ვიყავით, როდესაც ჩვენმა კოლეგებმა სოხუმიდან შემოგვთავაზეს, ჩამოვსულიყავით აქ და მოგვენახულებინა ეს პუნქტები. საიდუმლო არაა, რომ ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს შორის არსებობს განსხვავებული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, საკმარისია თუ არა მხოლოდ ერთი გადასასვლელი პუნქტი, თუ საჭიროა რამდენიმე გადასასვლელი. მას შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ, აქ რა ხდება, რა თქმა უნდა, დისკუსიები გაგრძელდება," - განაცხადა ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ ევროკავშირის პოზიცია აფხაზეთის მიმართ შეცვლილია.
"ჩვენ ვხედავთ, რომ მათი პოზიცია ძირეულად შეიცვალა. თავად ნახეს, რომ ეს პუნქტები არანაირ სტანდარტებს არ შეესაბამება, არ არის კეთილმოწყობილი და უსაფრთხო სახელმწიფო საზღვრის მოსაწყობად. დღეს, როდესაც მათ გადაკვეთეს გამშვები პუნქტი ენგური, თავად შეეძლოთ, დარწმუნებულიყვნენ, რომ არავითარი წინაღობები არ არსებობს, ხალხი გადის სწრაფად და თავისუფალ რეჟიმში," - განაცხადა დაურ კოვემ.
შეგახსენებთ, რომ გერმანელი დიპლომატი, ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი, ჰერბერტ ზალბერი, გუშინ დიპლომატიურ სკანდალში გაეხვა, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს, არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა.
  • რეგისტრაცია: 10.04.2013
  • სტატუსი:  offline
^
მოაცილეთ მერე ესპუტინისმონა ესა ოოხ თქვენი შუბა დავხიე მე თქვე fuuu კიდო ამერიკის ეშინიათ ამათ თვარა გაგყიდიან სამ კაპიკად ბლ angry
  • რეგისტრაცია: 10.04.2013
  • სტატუსი:  offline
^
შეიყვანეთრასაა რო ეძახიან ეი..იმ შავ სიაში და არ შემოუშვათ..გააგდეთ უუხ bully
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005