Babajana
წყარო: netgazeti.ge, 17 მაისს 2017, ნახვები: 3069, კომენტარი: 1
herbert zalberis cxinvalSi gakeTebuli gancxadebebis
photo © netgazeti.ge  
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდამდე ცხინვალში ვიზიტის დროს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან ჰერბერტ ზალბერმა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
"პირველ რიგში, მინდა არჩევნების შედეგები მოგილოცოთ, რომელიც აქ ჩატარდა. მინდა მოგილოცოთ მუშაობის დაწყება იმ თანამდებობაზე, რომელიც ახლა გაქვთ".
ეს განცხადება ქართული მხარის მიერ უკმაყოფილების მიზეზი გახდა. შესაბამისად, დღესვე ახსნა-განმრტებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოშიევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი საიბარეს. ოფიციალური განცახდებები ამ საკითხზე ჯერ არ გაკეთებულა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ისევე, როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებულ ნებისმიერ არჩევნებს საერთაშორისო საზოგაოდება და ქართული მხარე ლეგიტიმურად არ აღიარებს. როგორც წესი, ამ ტერიტორიებზე არჩევნების პროცესებამდე და მის შემდეგაც ევროკავშირი, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაციები, შესაბამისი განცხადებებით ეხმაურება და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
გარდა ამისა, ჰერბერტ ზალბერის ცხინვალში გუშინდელი ვიზიტის დროს, რომელიც ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდამდე მოსამზადებელ სამუშაოს ითვალისწინებდა, ზალბერი ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის გაფორმების საკითხსაც შეეხო. აღნიშნული შეთანხმების მიღებას წლებია ითხოვს რუსული მზარე [ასევე, ოსური და აფხაზური]. მსგავსი დოკუმენტის მიღება მიუღებელია ქართული მხარისთვის.
"იმედი გაქვს, რომ მალე მივიღებთ მოკლე ტექსტს, ჩვენ ამაზე თქვენს თანამშრომლებთან საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ და თუკი ეს გამოვა, ეს ალბათ მისცემს იმპულსს სამომავლო საქმიანობას. ეს საკითხი ძალის არგამოუყენებლობის შესახებ თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს რეგიონის უსაფრთხოებისთვის. ჩვენი მიზანია, ამ მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა", - განაცხდა ზალბერმა. აღნიშნულ საკითხზე ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ზალბერს არაერთხელ უსაუბრია. მაგალითად, 2016 წლის სექტემბერში ზალბერი აცხდებდა, რომ მოლაპარაკებათა მხარეებისთვის ძალის გამოუყენებლობის საკითხზე განცხადებისთვის გარკვეული შეთავაზებები იქნება.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან [აგვისტოს ომის შემდეგ] მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს ქართული, აფხაზური, ოსური და რუსული მხარეები. გარდა ამისა, წარმომადგენლები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან.
  • რეგისტრაცია: 24.02.2014
  • სტატუსი:  offline
^
"Окрос хбос" сикварулма укивла🙀👺💰🐀🐒👎🏿
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005