Babajana
წყარო: ipn.ge, 17 მაისს 2017, ნახვები: 2382, კომენტარი: 3
donald trampi - saqarTvelos damoukidebloba da demo
photo © ipn.ge  
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საქართველო - ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ულოცავს. ტრამპის მიერ გიორგი მარგველაშვილისთვის გაგზავნილ წერილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ბატონო პრეზიდენტო, ჩვენი ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსურს გადმოგცეთ თქვენ და ქართველ ხალხს ჩემი გულთბილი სურვილები და გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის.
ჩვენი პარტნიორობის საუკუნის პირველ მეოთხედში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ შექმნეს მჭიდრო ტრანსატლანტიკური კავშირი. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს და მათ დასაცავად, რთულ ვითარებაში ყოველთვის ერთად ვდგავართ საერთაშორისო ტერორიზმისა და რეგიონული არასტაბილურობის წინააღმდეგ.
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ, ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს უფლებას თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მსოფლიოსათვის კვლავ შთამაგონებელია.
მე და ჩემი ადმინისტრაცია მოუთმენლად ველით თქვენთან და საქართველოს მთავრობასთან მომავალ თანამშრომლობას, საერთო ღირებულებებისა და ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობის განვითარებისათვის", - ნათქვამია აშშ-ს პრეზიდენტის მილოცვაში.
  • რეგისტრაცია: 6.06.2015
  • სტატუსი:  offline
^
ტრამპი: "ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს უფლებას თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი".

დიპლომატიური ენიდან თუ გადმოვთარგმნით, ეს ფრაზა ნიშნავს შემდეგს.
ტრამპი ფაქტიურად ამბობს: თქვენ ქართველებს ჯერ არ აგირჩევიათ თქვენი მომავალი - სიტყვით დასავლეთისკენ მიდიხართ, საქმით რუსეთისკენ. ამერიკა მხარს დაგიჭერთ საქმით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეალურად აირჩვთ დასავლეთის ღირებულებებს და ეკონომიურ პოლიტიკას. თუკი გააგრძელებთ ქურდული გაგებით ცხოვრებას, მაშინ ამერიკა მხარს დაგიჭერთ მხოლოდ სიტყვით. აი, ეხლაც, გილოცავთ დიპლომატიური ერთიერთობის 25 წლისთავს და გიგზავნით კეთილ სურვილებს. დანარჩენი თქვენ იცით - გააგრძელეთ ცხოვრება რუსეთის მონობაში, სიღატაკეში, ჩამორჩენილობაში და ოცნებებში, ჩვენ კი პერიოდულად გამოგიგზავნით ხოლმე კეთილ სურვილებს.
  • რეგისტრაცია: 6.06.2015
  • სტატუსი:  offline
^
ქალბატონი Лейла Кварацхелия დარწმუნებულია, რომ არავითარი
Qetevani არ არსებობს, რადგან შეუძლებელია, რომ ერთმა ადამიანმა ამდენი რამ იცოდეს.
მე გულწრფელ მადლობას ვუხდი ქალბატონ ლეილას ჩემი ცოდნის ასეთი მაღალი შეფასებისათვის და აგრეთვე იმისათვის, რომ ასე გულმოდგინედ კითხულობს ჩემ ნაწერებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწონს.
  • რეგისტრაცია: 6.09.2012
  • სტატუსი:  offline
^
აა,კაცი - "პიროვნება"! wink

ნახევარქათამას მადა დაეკარგებოდა bully
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005