Babajana
წყარო: ipn.ge, 21 აპრ 2017, ნახვები: 882, კომენტარი: 2
gia xuxaSvili mamuka mdinaraZeze - pleb
photo © ipn.ge  
სავარაუდოდ, ხელისუფლება პლებისციტზე უარს იტყვის, რის შემდეგაც "ევროპული საქართველო" დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას და ეს ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების თაობაზე "ევროპული საქართველოს" ინიციატივას გამოეხმაურა. გია ხუხაშვილმა ასევე შეაფასა, აღნიშნულ ინიციატივაზე უმრავლესობის წევრების განცხადებები და აღნიშნა, რომ "ელცინზე ადრესაცია" აბსურდულია.
"ხელისუფლების რეაქცია არის ძალიან სასაცილო, გაუგებარი. ელცინზე ადრესაცია გაჩნდა აბსოლუტურად არაკომპეტენტური ადამიანისგან. რა შუაშია ელცინი, ვერ გავიგე. დაგვმოძღვრა პოლიტიკურმა "მძიმეწონოსანმა" აბსურდული კომენტარებით და ეს უკვე ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ტაქტიკის ნაწილია, თუმცა უმჯობესია, უფრო სოლიდურად გამოიყურებოდნენ და რაღაც აბსურდული ადრესაციები არ გააკეთონ.
რაც შეეხება პლებისციტის ინიციატივის შინაარსს, გასაგებია, რომ საზოგადოებაში არის გარკვეული შეშფოთება ხელისუფლების გეგმებთან დაკავშირებით და ამას არანაირი პლებისციტი არ სჭირდება. არა მხოლოდ NDI-ს და IRI-ის კვლვევები, არამედ სხვა კვლევებიც აჩვენებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არის სრული კონსესუსი და მოსახლეობა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესისადმი არის განწყობილი, თუმცა ხელისუფლება აგრძელებს ჯიუტად იმ გზაზე სიარულს, რასაც ჰქვია, კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება", - განაცხადა გია ხუხაშვილმა. მისივე თქმით, |კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება| თავის დროზე დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, რის |დახვეწას| ცდილობს დღევანდელი ხელისუფლება.
|ეს პროცესი დაიწყო სააკაშვილმა. მას აღარ შეეძლო პრეზიდენტობა, ამიტომ პრემიერ- მინისტრის გაძლიერების კუთხით წავიდა. სავარაუდოდ, ფიქრობდა, რომ ის გახდებოდა პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მასაც კი არ ეყო ფანტაზია, რომ საერთოდ გაეუქმებინა საპრეზიდენტო არჩევნები. დღევანდელმა ხელისუფლებამ ფაქტობრივად, დაასრულა მიხეილ სააკაშვილის ოცნება. ეს |ქართული ოცნება| კი აღარ არის, ისინი მიშას ოცნებას ასრულებენ. მიშა ოცნებობდა მოდელზე, რომ ის გახდებოდა პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი იქნებოდა |საქორწინო გენერალი|. რაც იმან ვერ გაბედა, დღევანდელმა ხელისუფლებამ დაასრულა, რასაც ვულოცავ.
ამით კიდევ ერთხელ ჩანს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ზის იმ სისტემაზე, რაც ააშენა თავის დროზე სააკაშვილმა და პირიქით, ცდილობს, კიდევ უფრო დახვეწოს და განავითაროს. ეს არ გამოუვიდა სააკაშვილს და არ გამოუვა ამ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომ "საბნის გადაქაჩვის" პრინციპით იმოქმედოს და საზოგადოებას დაუპირისპირდეს, ძალიან ცუდად მთავრდება ხელისუფლებისთვის. ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს ისტორიაში, რომელიც ამ ადამიანებს არა თუ არ განუცდიათ, წაკითხულიც არ აქვს. შედეგსაც ნახავენ, რომელიც უცნობია დადგება 1 თვეში თუ 1 წელიწადში. ფაქტია, რომ ამ ცვლილებებით ხელისუფლებას ვერდიქტი გამოაქვს საკუთარი თავისთვის", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
  • რეგისტრაცია: 29.01.2014
  • სტატუსი:  offline
^
ოცნებას მართლა ღრმათააქვს ცოცხი გათხრილი. ამ კონსტიტუციური ცვლილებების მერე ხალხმა უცებ რადიკალურათ და ერთხმად გადაწყვიტოს, რაც ბევრჟელ გაუკეთებია ერს ასეთი ერთხმად გადაწყვეტა და მხარდაჭერა ამა თუ იმ პიროვნებისთვის და მიშა დააბრუნონ მერე სად მიდიან ეს დასირებული ქოცები? მერე რას იტყვიან? გენიალური კონსტიტუცია მივიღეთო? ამ შემთხვევაში ხუხა მართალს ამბობს ქოცები საკუთარ თავზე ირგებენ კონსტიტუციას ფა ხალხი სულ სირზე კიდიათ
  • რეგისტრაცია: 14.02.2016
  • სტატუსი:  offline
^
გადამრევს ეგ კაცი. რატომ უკვირს მდინარაძისგან ან სხვა რომელიმე ქო ცისგან იდიოტური შეფასება, იდიოტები არიან და იდიოტობებს ფახიფუხობენ.
სააკაშვილი თავისთავზეარ ირგებდა კონსტიტუციას, არამედ ქოცების, პუტინისტების, ალისფერი 'ინწილიგენციის,' შენისთანა ქოცმაცუნების გულშემატკივრებისა და სხვა ათასი ურჯულოებისგან ქვეყნის გადარჩენის შანსისთვის ჭირდებოდა ეგ ცვლილებები, უნდოდა შეენარჩუნებინა მიღწეული შედეგები, მაგრამ ზუსტად შენისთანების დახმარებით ჩააბარეს ქოცებმა ქვეყანა რუსებს.დაანგრიეს, დააყაჩაღეს და ფეხქვეშ გათელეს ყველაფერი.
რა ანალიტიკოსი ხარ, თუ განსხვავებას ვერ ხედავ სააკაშვილსა და ხიხოს მოთრეულ უმეცრებს შორის.
ხმას გაიკმინდე თუ კაცი ხარ, ხომ ხედავ, ქოცებიც და ნაცებიც ორივე დაგცინის უკვე. არავის აინტერესებს შენი უაზრობა
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005