Babajana
წყარო: accent.com, 21 აპრ 2017, ნახვები: 5647, კომენტარი: 2
maqsim SevCenkos rCeva afxazebs: "Tavs nu moityuebT!"
photo © accent.com  
პორტალ "კავკაზსკაია პოლიტიკა""-ს მთავარი რედაქტორი, რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი მაქსიმ შევჩენკო აფხაზებს ურჩევს, «თავს ნუ მოიტყუებენ: საქართველო რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესი პოტენციური სტრატეგიული პარტნიორი და უმნიშვნელოვანესი მიზანია».
"აფხაზეთს ვერ განვიხილავთ კავკასიის იმ დიდი რეგიონისგან განცალკევებით, რომელიც, ვთქვათ, სამხრეთით არაქსით იწყება და ჩრდილოეთით დონისპირა მიწებით მთავრდება. რუსეთი დღეს სტრატეგიული კავკასიური პოლიტიკის ჩამოყალიბებას ცდილობს. ამ მოდელში აფხაზები ჩვენი მეგობრები არიან და ჩვენ მათზე პასუხს ვაგებთ, მაგრამ აფხაზეთი ამ დიდი სისტემის მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია. ჩემი აზრით, რუსეთმა, როგორც იქნა, გააცნობიერა, რომ კავკასია მთლიანად შედის მისი სასიცოცხლო ინტერესების სფეროში და ვუშვებთ რა კავკასიაში უცხოეთის როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ წარმოდგენილობას (მაგალითად, ნატოსას, ან იგივე თურქეთისას - მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ჩვენთვის მტრული სახელმწიფო არ არის), რუსეთი რისკავს, კავკასია დაკარგოს. აფხაზეთის მიმართ გარკვეული უდავო პრეფერენციების სანაცვლოდ რუსეთს, ჩემი აზრით, საერთოკავკასიურ სტრატეგიულ დიალოგში, სტრატეგიულ დარეგულირებაში აფხაზეთის გონივრული მონაწილეობის იმედი აქვს. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ [რუსეთს] საქართველოსთან ომი გვქონდა, თავს ნუ მოიტყუებთ: საქართველო რუსეთისთვის პოტენციურად უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და უმნიშვნელოვანესი მიზანი. კავკასიაში რუსეთი სწორედ საქართველოს კვალდაკვალ მოვიდა. სწორედ ქართველმა თავადებმა მოიყვანეს კავკასიაში რუსეთის იმპერია. ისინი არც შერვაშიძეები იყვნენ და არც ჩაჩბები - ამ დინასტიების მიმართ ჩემი ღრმაპატივისცემის მიუხედავად. და მიუხედავად ყველა შეცდომისა, რომელიც რუსეთმა დაუშვა იმპერიის პერიოდშიც და შემდგომშიც, და რამდენიც არ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ რუსეთის საყრდენი კავკასიაში სომხეთია ან ოსეთი, რუსეთის იმპერიული პოლიტიკის საყრდენი კავკასიაში ყოველთვის მართლმადიდებელი საქართველო იყო. დარწმუნებული ვარ, ამ ისტორიული, სტრატეგიული გზის მიღმა არაფერი იქნება" - განაცხადა შევჩენკომ აფხაზეთის პრობლემატიკისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდის მსვლელობისას. მან შეახსენა დამსწრე საზოგადოებას, რომ "საქართველოსთვის ყოველთვის მიდიოდა ბრძოლა რუსეთსა და თურქეთს შორის, გარკვეულ პერიოდებში მასში ირანიც მონაწილეობდა".
"ოდესღაც ეს ბრძოლა ზარბაზნების გამოყენებით წარმოებდა, ახლა - ფულისა და პოლიტიკური სვლების. ასე, რომ, ჩვენ, რაღა თქმა უნდა, ვერ დავუშვებთ, რომ საქართველო, როგორც ეს სააკაშვილის დროს იყო, ერთგვარ თურქულ ფილიალად იქცეს და ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტი საქართველოში თურქებს ეკუთვნოდეთ - თურქების მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად. ეს უბრალოდ არ შედის რუსეთის პოლიტიკური ინტერესების სფეროში" - დასძინა შევჩენკომ.
  • რეგისტრაცია: 6.06.2015
  • სტატუსი:  offline
^
შევჩენკო საქართველოს სახელმწიფოდ არ ცნობს.
საქართველო მას მიაჩნია რუსეთის ინტერესების ადგილად, სადაც რუსეთი გააკეთებს იმას,რაც მოუნდება. მაგალითად, "ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტი საქართველოში" რუსეთის კუთვნილება იქნება.
შევჩენკოს ასეთი დარწმუნებული ლაპარაკის საფუძველი არის საქართველოს პრორუსული მთავრობა, რომელმაც ისე კარგად დაალაგა ურთიერთობა რუსეთთან, რომ რუსეთი უკვე იფორმებს თავის საკუთრებაში არა მხოლოდ ეკონომიურ ობიექტებს, არამედ საქართველოს ტერიტორიებსაც.
  • რეგისტრაცია: 24.02.2014
  • სტატუსი:  offline
^
Зогиертебис коментаребма гамахсена Стамбули, садас санапирозе, метевзееби ковелгвари саткуарис гареше, шишвели, маграм приала анкесебит тевзс ичерднен. Гадагдебас вер асцребднен, ром ертдроулад рамдениме тевзи цамоегебода анкесзе, ковелгвари калииса, ту чиакелис гареше. Чемо дзвирпасебо, шевченко арис магари гаидзвера, ромелиц манипулиребс гулчвил кавкасиелебзе. Ахла ман Чечнетис темидан Сакартвелозе гадмоинацвла. Чечнебтан мимартебаши, мас араертхел гаумткунебиа кидевац Русети да сачироебис шемтхвеваши ис арц картвелебс дацкветс гулс. ис арис "совт пауери" русулад, ану "прианики". дидад вер гаамартла "кнутма"(матрахи) 2008-ши да ахла тактикас цвлиан. Сакартвелом унда дадзлиос мизидулобис дзала да миатовос русули орбита, рис шемдегац дамтаврдеба кошмареби, ромелиц укве гахда ковелдгиури копис нацили. 👹🐉🙀🐀🐒👎🏿
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005