Babajana
წყარო: ipn.ge, 19 აპრ 2017, ნახვები: 754, კომენტარი: 2
zurab abaSiZe sergei lavrovis okupirebul afxazeTSi v
photo © ipn.ge  
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს საქართველოს სუვერენიტეტის უხეშ ხელყოფად აფასებს, - ამის შესახებ აბაშიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ისაუბრა. მისი თქმით, ასეთი ვიზიტები ლავროვმა ადრეც განახორციელა აფხაზეთში - 2008, 2009, 2011 წლებში და ეს არ ყოფილა შეთანხმებული საქართველოს ხელისუფლებასთან. კითხვაზე, ოპონენტების მოსაზრება, რომ მიმდინარე მოვლენები არის რუსეთთან მიმართებაში საქართველოს მოქმედი ხელისუფლების "დათმობის პოლიტიკის" შედეგი, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ "საქართველომ 2012 წლამდე დათმო ყველაფერი, რისი დათმობაც შეიძლებოდა".
"ეს ყველაფერი არის შედეგი 2008 წლის აგრესიისა, რასაც მოჰყვა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. სამწუხაროდ და საუბედუროდ, საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამაც შეუწყო ხელი ამ შედეგის დადგომას - გვახსოვს, რა პოლიტიკაც ტარდებოდა მაშინ.
როდესაც დღეს საუბარია რაღაც დათმობაზე, მე ნახევრად ხუმრობით ვამბობ, რომ რისი დათმობაც შეიძლებოდა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი დათმო 2012 წლამდე. იმ წლებში რუსეთმა გადაიფორმა ჩვენი ტერიტორიების 20%, მათ შორის ის ტერიტორიები, რომლებსაც ჩვენ თითქმის სრულად ვაკონტროლებდით. იმ პერიოდში გადაიფორმა რუსეთმა ჩვენი სტრატეგიული ობიექტების დიდი ნაწილი, მათ შორის, ენერგეტიკული ობიექტები. იმ წლებში დაუბრუნდა საქართველოს უკან დიდი ვაი-ვაგლახით და წვალებით საქართველოდან გაყვანილი სამხედრო ბაზები. მაშინ მოხდა, რომ ლტოლვილთა ახალი ნაკადი შეემატა ისედაც უამრავ იძულებით გადაადგილებულ პირს. მაშინ გამორეკეს იმ რეგიონებიდან საერთაშორისო მისიები - გაერო და ეუთო. რომელი ერთი ჩამოვთვალო - მოხდა სრული კატასტროფა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს რუსეთის თემის განხილვისას "მოკრძალებით საუბრისკენ" მოუწოდა.
  • რეგისტრაცია: 1.10.2012
  • სტატუსი:  offline
^
აბაშიძემ უკანალი დაუსუნა ლავროვს და თქვა სუნი აქვსო.
  • რეგისტრაცია: 24.02.2014
  • სტატუსი:  offline
^
Маграм ес чвени сунианиао, тква Абашидзем да грмад часуна!👹👺😱🗣👎🏿😫😅
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005