Babajana
წყარო: ipn.ge, 12 იან 2017, ნახვები: 583, კომენტარი: 3
gia volski - "gazpromis" moTxovnaze uari
photo © ipn.ge  
ვითარება, რაც რუსეთიდან გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით შეიქმნა, რუსეთს უფრო აწყობს, ვიდრე საქართველოს, მაგრამ ამოცანა იყო ის, საქართველო რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით გამოსულიყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. ვოლსკი ირწმუნება, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისა, შეინარჩუნოს ტრანზიტული გაზის მოცულობის 10% და არ მოახდინოს მისი მონეტარიზაცია, არ გააჩნია.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლის აზრით, "გაზპრომის" მხრიდან დაყენებულ მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, შედეგად ჩრდილი მიადგება. მისივე თქმით, ასეთ შეთხვევაში, გართულდება ურთიერთობა სომხეთთან, ხოლო თავად რუსეთი სომხეთის გაზით უზრუნველყოფის საკითხს, საქართველოს გარეშეც მოაგვარებს.
"საერთოდ უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში იმის პრეცედენტი, რომ გატარებული გაზის საფასურის ანაზღაურება ნატურით ხდებოდეს, ერთადერთია, როცა აზერბაიჯანი ნახიჩევანს გაზს ირანის გავლით აწვდის. ის ირანს სატრანზიტო გატარებისთვის გაზის 15%-ს უტოვებს. ეს ერთადერთი შემთხვევაა. დანარჩენი, გაზის სატრანზიტო გატარებისთვის ყველგან თანხის გადახდა ხდება. რუსეთთან ურთიერთობის თემიდან გამომდინარე, რასაკვირველია, რუსეთი ამას ყოველთვის ითხოვდა. წინ გარკვეული თემებია წამოწეული, რომელიც მნიშვნელოვანწილად პოლიტიკურს არ უკავშირდება, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთს აქვს რესურსი და შესაძლებლობა იმისა, რომ პირველ ეტაპზე, ნაწილობრივ მოაგვაროს საკითხი და სომხეთს გაზის გარკვეული რაოდენობა ირანის მეშვეობით მიაწოდოს და უახლოეს პერიოდში მთლიანად მოახდინოს საქართველოს ამ ნაწილის სატრანზიტო ფუნქციის გაქრობა. მოკლედ, რუსეთი სომხეთს მიხედავს, ხოლო ჩვენ შედეგად მივიღებთ იმას, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას და ავტორიტეტს ჩრდილი მიადგება. გარდა ამისა, მივიღებთ გართულებულ ურთიერთობას სომხეთთან, რომელსაც გაზის გარეშე დავტოვებთ. "გაზპრომთან" მოლაპარაკების მაგიდაზე ეს პირობა იდო და რასაკვირველია, ნატურალური გადახდის ნაცვლად, სჯობს მივიღოთ ფულადი გადასახადი - საკმაოდ კარგ ფასში. ამით გატარებული ბუნებრივი აირის მოცულობის 10% ვერ იფარება. ამ შემთხვევაში ბერკეტი, რეალურად მოახდინო გავლენა, გაქვს - შეგიძლია უარი უთხრა, მაგრამ ამით მიიღებ უფრო მეტ ზარალს, ვიდრე სარგებელს. ეს არის ფაქტი", - განაცხადა გია ვოლსკიმ. ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ ახალი პირობების გათვალისწინებით, დეფიციტი იქმნება, ვინაიდან ბუნებრივი აირის 10%, რაც საქართველოს რჩებოდა, უფრო მეტია, ვიდრე მიღებული თანხით შეგიძლია იყიდო.
"მაგრამ ფული გაქვს ხელში და შეგიძლია დეფიციტის შევსება. გაზი კარგ ფასად უნდა იყოდო. ყიდვა და დეფიციტის შევსება "გაზპრომიდანაც" რომ მოგიწიოს, რასაკვირველია, ამაზე უნდა წახვიდე და ეს ნაბიჯი გადადგა. იქეთ არის "სოკარი", რომელსაც საქართველოს მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეუძლია. ეს ყველაფერი შემდგომი მოლაპარაკებების თემაა", - ამბობს გია ვოლსკი.
  • რეგისტრაცია: 10.12.2012
  • სტატუსი:  offline
^
თქვენი მეტრაკე დედებს შევეცი გია
  • რეგისტრაცია: 1.10.2012
  • სტატუსი:  offline
^
სომხეთს საქართველო უფრო სჭირდება,ვიდრე საქართველოს სომხეთი!
  • რეგისტრაცია: 17.07.2014
  • სტატუსი:  offline
^
კიდევ გვაბოლებს. მაშასადამე სომხების ინტერესი უფრო წინ უნდა დავაყენოთ ვიდრე ჩვენი.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005