Babajana
წყარო: ipn.ge, 12 იან 2017, ნახვები: 1062, კომენტარი: 4
nugzar wiklauri - "nacionaluri moZraobidan" m
photo © ipn.ge  
"ნაციონალური მოძრაობიდან" მიდის საკუთარ ამომრჩეველთან ბრძოლაში დამარცხებული პოლიტიკური გუნდი, - ამის შესახებ პარტიის წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს. წიკლაური ეხმაურება პარტიის წევრების ნაწილის - ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს სავარაუდოდ "ნაციონალური მოძრაობის" დატოცვების შესახებ განცხადებას გააკეთებს. წიკლაურის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" უბრუნდება ეროვნულ და დემოკრატიულ საწყისებს და კვლავ ხდება იმგვარი პოლიტიკური ძალა, რომლის კარი ღიაა ყველა პატრიოტისთვის.
"ივანიშვილის გეგმა ჩაიშალა - მან ვერ მოახერხა მთავარი ოპოზიციური ძალის გახლეჩა, დანაწევრება და დანგრევა. მან ვერ მოახერხა მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან დისტანცირება. დღეს განდგომილთა მცირე ჯგუფი ტოვებს "ნაციონალურ მოძრაობას"; თუმცა, ზუსტად ასევე ეს პარტია სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზეზით დატოვეს ოქრუაშვილმა, ბურჯანაძემ, ნოღაიდელმა, ოცნებაში გადაბარგებულმა მაჟორიტარებმა, გირჩებმა, ვაშაძემ. ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო ჩვენი პოლიტიკური ძალის დასუსტება, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" არის არა მხოლოდ პარტია, არამედ ქვეყნის გაძლიერების და განვითარების საუკუნოვანი ეროვნული იდეა, ხოლო მისი მხარდამჭერებისთვის სწორედ ეროვნული იდეის გამარჯვება არის უმთავრესი მიზანი", - აცხადებს ნუგზარ წიკლაური. მისივე თქმით, დღეს "ნაციონალური მოძრაობიდან" მიდის ჯგუფი, რომლის ლიდერები იმეორებენ ივანიშვილის სიტყვებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დანგრეულია.
"ეს არის საკუთარ ამომრჩეველთან ბრძოლაში დამარცხებული პოლიტიკური გუნდი, რომელიც იმდენად იზოლირებულია, იმდენი პოლიტიკური სიმამაცეც კი არ გააჩნია, რომ საკუთარი პარტიის ყრილობაზე, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე წარდგეს. ამავე დროს, დღევანდელი დღე არის კაბინეტური მმართველობის და კარჩაკეტილობის დასასრული. "ნაციონალური მოძრაობა" უბრუნდება ეროვნულ და დემოკრატიულ საწყისებს და კვლავ ხდება იმგვარი პოლიტიკური ძალა, რომლის კარი ღიაა ყველა პატრიოტისთვის. ამ თვალსაზრისით, იწყება ჩვენი ბრძოლის ისტორიული ეტაპი და ეს ეტაპი უთუოდ დასრულდება საქართველოს გამარჯვებით. ახლა ყველას გვჭირდება მხნეობა, ახალი ბრძოლებისთვის მზადება და ერთ მუშტად შეკვრა. ძალა ერთობაშია",- აცხადებს ნუგზარ წიკლაური.
  • რეგისტრაცია: 10.12.2012
  • სტატუსი:  offline
^
წავიდნენ, უფრო ადრე უნდა წასულიყვნენ. მოსტყვნიათ პატრონი
  • რეგისტრაცია: 14.02.2016
  • სტატუსი:  offline
^
წავიდნენ თორემ კრამიტებს არ აუყენონ რაკარუკი. დათესავებ მარიხუანას, ოღონდ სახლებში. ოფისი დამწვარია
  • რეგისტრაცია: 3.01.2017
  • სტატუსი:  offline
^
ბატონო ,,ნუგზარ,თქვენ გვახსოვხართ ეროვნული მოძრაობიდან,ნუ დაეცემითერთმანეთის. გინების დონემდე,ხალხი თვითონ მიხვდება ყველაფერს,მთავარია საქმე აკეთოთ კვალიფიციურად.ხალხს მოსწყინდა ურთიერთ კინკლაობა.ღმერთი ფარავდეს საქართველოს!
  • რეგისტრაცია: 14.02.2016
  • სტატუსი:  offline
^
ეგ ოცდაერთი უნდა ამოიღო საპარლამენტო სიიდან, ხალხს მაგათთვის ხმა არ მიუცია, ხალხმა ხმა მიშას ავტორიტეტს და იმედს მისცა
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005