Babajana
წყარო: tabula.ge, 11 იან 2017, ნახვები: 692, კომენტარი: 0
valiSvili: Tanxa, rasac tranzitSi miviRebT
photo © tabula.ge  
Gazprom-თან გასაფორმებელი ხელშეკრულების დეტალებზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი საუბრობს. ვალიშვილის თქმით, მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის საფასური კომერციული საიდუმლოებაა, თუმცა ის იმ უფასო 10%-ზე ნაკლებია, რასაც ქვეყანა ძველი კონტრაქტის შედეგად იღებდა.
მარიამ ვალიშვილის განმარტება თუ რატომ დათანხდა საქართველო Gazprom-ის მოთხოვნას:
"ჩვენ შარშან, როდესაც დავასრულეთ მოლაპარაკება და მოვახერხეთ ძველი პირობების შენარჩუნება ცალსახა პოზიცია დაფიქსირდა რუსული მხარისგან, რომ შემდეგ წელს არავითარ შემთხვევაში არ დათმობდნენ პოზიციას და შესაბამისად ისევ დააყენებდნენ მონეტიზაციის საკითხს - რაც რეალობაშიც მოხდა კიდეც.
რუსული მხარისგან მითითება იყო საერთაშორისო პრაქტიკაზე, რომელიც ნამდვილად გულისხმობს მსგავსი ტიპის კონტრაქტებში არა ნატურით, არამედ ფულადი სახით ანაზრაურებას. ჩვენ მონეტიზაციაზე თავისთავად წინააღმდეგი არ ვიყავით, თუმცა ჩვენი მიზანი იყო მიგვეღო მაქსიმალური შესაძლო ფინანსური სარგებელი. ეს შედეგი იქნა იმ ფორმით მიღებული, რაც დღეს მივიღეთ. კონკრეტულ თანხას რასაც ტრანზიტში მივიღებთ ვერ დაგისახელებთ, ეს კომერციული საიდუმლოებაა და როგორც წესი ასეთ კონტრაქტებში ტრანზიტის საფასური არის საიდუმლო. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ანაზღაურება, რაც კი შეიძლება ამ მომსახურებაში, ამ ინდუსტრიაში და გადახდის ამ პრაქტიკაში არსებობდეს. რასაკვირველია ეს არ არის 10% რასაც აქამდე ვიღებდით, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მაღალი ფასი. გასული წლის მანძილზე დაახლოებით 180 მილიონი კუბური მეტრი უფასო ბუნებრივი აირი მივიღეთ სომხეთში ტრანზიტის სანაცვლოდ.
რაც შეეხება მოცულობების შეძენას, ჩვენი ძირითადი მოცულობების 90%-ზე მეტის მოწოდება ხდება აზერბაიჯანიდან. აქ საუბარია ორ მილსადენზე, შაჰ-დენიზიდან მიღებულ ბუნებრივ აირზე და ეგრეთწოდებული "ყაზახის" მილსადენიდან. რუსეთისგან დამატებითი მოცულობების შეძენა ამ კონტრაქტის მიხედვით ჩვენ შეგვეძლება ათასი კუბური მეტრის $185-ად, რაც ბუნებრივია არ არის ცუდი ფასი. ეს გაზი არ არის ასე ვთქვათ კომერციული სექტორისთვის განკუთვნილი, ეს არის დეფიციტის დასაბალსნებლად. ჩვენ გარკვეული გარდამავალი პერიოდი მოვითხოვეთ, ამ ცვლილებიდან გამომდინარე უნდა გავაკეთოთ ხელახალი დაბალანსება მოცულობების. ამაზე რუსული მხარე დაგვთანხდა, 2017 წელს ეს იქნება ჰიბრიდული ვარიანტის გარიგება 2018 წლიდან კი სრულად ფულად ანაზღაურებაზე გადავალთ. ჩვენი ტრანზიტის ტარიფი პირველ რიგში უნდა ასახავდეს იმ დანახარჯებს, რომელიც გაიწევა ამ მომსახურებისთვის და გარკვეული ნორმა მოგებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ ამ მილსადენს დასჭირდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები ეს შესაბამისად ასახავას ჰპოვებს ტარიფში. ჩვენ უფასოდ ამ სერვისის გაწევას არავინ არ გვთხოვს. ეს ცვლილება პირიქით, აგვარიდებს გაურკვევლობას და გარკვეულ რისკებს სამომავლოდ უკონტრაქტო პირობებში სატრანზიტო მომსახურების გაწევის და უკონტრაქტო პირობებში გაზის მიღების თვალსაზრისით"
, - საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ამბობს მარიამ ვალიშვილი.
Полужирный დახრილი ტექსტი Подчеркнутый текст Зачеркнутый текст | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა Преобразовать выбранный текст из транслитерации в кириллицу Вставка спойлера
ქართული კლავიატურა
 

Gzavnili

ადვოკატი ლევან ნათალიშვილი

ემიგრაცია, ვიზები, კრიმინალი, საოჯახო, გაშორება, პენსიები, თარგმნა.

212 791 7500

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005