Babajana
წყარო: frontnews.ge, 11 იან 2017, ნახვები: 954, კომენტარი: 0
"respublikuri partia" mTavrobas "gazpromTan" dak
photo © frontnews.ge  
საქართველოს რესპუბლიკური პარტია "გაზპრომთან" ხელშეკურლების გაფორმების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
"ყოველი წლის მიწურულს აქტიური განხილვის საგანი ხდება ДგაზპრომთანУ ხელშეკრულების განახლება. 2015 წლის მიწურულს აღნიშნული საკითხი ხელშეკრულების განახლებამდე ღია განხილვის საგანი იყო, ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტი, განსაკუთრებით კი ფრაქცია "რესპუბლიკელები", რომლის ოფიციალური მიმართვის შემდეგ სამინისტრომ აიღო ოფიციალურივე ვალდებულება, რომ არ მოხდებოდა გაზის ტრანზიტისათვის ფულად ანაზღაურებაზე შეთანხმება და საქართველოს დარჩებოდა გატარებული გაზის 10%. წინა პარლამენტში არსებული პარტიული მრავალფეროვნება, ინსტიტუტებს შორის ანგარიშვალდებულება, იყო საკითხების საჯარო განხილვის და დებატების საფუძველი.
სამწუხაროდ, 2016 წლის ბოლოს საკონსტიტუციო უმრავლესობით ხიბლში ჩავარდნილმა ხელისუფლებამ, ამ საკითხში, ისევე როგორც უკვე სხვა ბევრ მნიშვნელოვან საკითხში, საზოგადოებასთან შეუთანხმებლად და ურთიერთშეუსაბამო განცხადებების გავრცელებით საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი დაგვაყენა ფაქტის წინაშე - რუსულ მხარეს შეუთანხმდა 2 წლიანი ხელშეკრულების დადებაზე, რომლის დეტალებზე ხელისუფლება არც გვესაუბრება. თუმცა, ის კი აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადის ანაზღაურების ფულად ფორმაზე, რაც წამგებიანია ფინანსურად და სახიფათოა პოლიტიკურად. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაასაჯაროოს ДგაზპრომთანУ წინასწარ მიღწეული შეთანხმების დეტალები და ამჟამადაც გაგვცეს პასუხი შემდეგ კითხვებზე:
1. მოლაპარაკების დაწყებამდე ენერგეტიკის მინისტრი აცხადებდა, რომ საქართველოსთვის მიუღებელია გაზპრომის წინადადება, მიიღოს ფინანსური ანაზღაურება ბუნებრივი აირის გატარების სანაცვლოდ. მინისტრის თქმით, საქართველოსთვის მისაღები მხოლოდ, ტრანზიტის სანაცვლოდ გატარებული ბუნებრივი აირის რაოდენობის 10 % მიიღება იქნებოდა, რაც დაახლოებით 300 მლნ მ/3 ია. რამ განაპირობა 25 დღეში პოზიციის ამგვარი მკვეთრი ცვლილება?
2. დღეს, 11 იანვარს, მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება არის ბუნდოვანი. კერძოდ, რას ნიშნავს დაახლოებით იგივე ფინანსური შედეგი? საუბარია მხოლოდ 1000 მ3 აირის ღირებულებაზე, რაც 185 $, მაგრამ არ არის ნახსენები თავად აირის ტრანზიტის ღირებულება, ანუ რამდენი $ შემოვა ბიუჯეტში ტრანზიტის მეშვეობით და ამ ახალი ხელშეკრულების პირობებში?
3. რას ნიშნავს პირველი წელი იქნება ნაწილობრივ ფინანსური და ნატურით გადახდილი და მეორე წელი მთლიანად ფინანსური, მაშინ როცა საქართველოში გაზის მოხმარება წლიდან წლამდე 5 დან 20 % ით მატულობს?
4. რა იქნება 2 წლის შემდეგ, რადგან 2003 წლიდან ხელშეკრულების პირობები არ იცვლებოდა და ყოველწლიურად მიმდინარეობდა გეგმიური ხელშეკრულების ვადის გაგრძელება. რატომ იდება ხელშეკრულება 2 წლით წინასწარ და არა ერთი წლით?"
, - აღნიშნულია განცხადებაში
ѕолужирный დახრილი ტექსტი ѕодчеркнутый текст «ачеркнутый текст | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა ѕреобразовать выбранный текст из транслитерации в кириллицу ¬ставка спойлера
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

бГЩбГРбГ†бГРбГҐбГШбГ° бГЩбГЪбГ£бГСбГШ бГ§бГШбГЪбГРбГУбГФбГЪбГ§бГШбГРбГ®бГШ

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005