BABAJANA

წყარო: ipn.ge, 12 აგვ 2013, ნახვები: 877, კომენტარი: 0
http://i.imgur.com/m4UsWdZ.jpg
photo © ipn.ge  
27 ოქტომბერს კოჰაბიტაცია მთავრდება და ქვეყანას არ ეყოლება პრეზიდენტი, რომელის მიზანია ქვეყნის დისკრედიტაცია, სასამართლოში ჩარევა და აბსურდული ვეტოები.
ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ნოქალაქევში პრემიერის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ნოქალაქევი არის სიმბოლო, საიდანაც რეალურად საქართველო იწყება.
"აქედან დაიწყო საქართველოს მშენებლობა, როდესაც ქუჯი ერისთავმა თანხმობის ხელი გაუწოდა ფარნავაზს, სწორედ ამით შეიქმნა ის ქვეყანა, რომელსაც ჩვენ ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ საუკუნეები. როდესაც ასეთ მიწაზე დგახარ შეუძლეებლია არ იგრძნო შენი ვალდებულება, რომ შენც ბევრი გაქვს გასაკეთებელი", - აღნიშნა მარგველაშვილმა. მისივე თქმით, დიდი ტვირთია, როდესაც ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ძალა გასახელებს პრეზიდენტობის კანდიდატად.
"მადლობა ბიძინა ივანიშვილს და კოალიციას ასეთი დიდი ნდობისთვის, ამ ვალდებულებას ბოლომდე გავატარებ და ვიბრძოლებთ თითოეული ხმისთვის და გავიმარჯვებ არჩევნებში. მე მაქვს იმედი ქართველი ერის პოლიტიკური სიბრძნის, მე მაქვს მაგალითი ამისა. ერთი წლის წინ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ქართველ ერთან ერთად მშვიდობიანად შეცვალა ხელისუფლება და ჩვენ რეალურად შევქმენით ახალი ტიპის გარდაქმნები და ახალი ტიპის მთავრობა. ამან შეცვალა ხელისუფლებისა და ხალხის დამოკიდებულება. ეს მთავრობა არის ხალხი, რომელიც ემსახურება თითოეულ მოქალაქეს", - განაცხადა "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა. მისივე განმარტებით, ცხრა თვის განმავლობაში ბევრი ფერმერის ნაკვეთი იქნა მიხედილი, მათ მიეცათ 500 ლარიანი ვაუჩერი. "თქვენი შვილები, რომ მივლენ სკოლაში მათ დახვდებათ წიგნები. ყველა საქართველოს მოქალქე არის დაზღვეული, მედია არის თავისუფალი, ეს არის დასაწყისი ცვლილებებისა და რეფორმების, ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და სერიოზული მიზნები გვაქვს განსახორციელებილი", - აცხადებს მარგველაშვილი. პრეზიდენტობის კანდიდატი პირობას დებს, რომ საქართველო იქნება პოლიტიკურად სტაბილური და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა.
"ეს არის ქვაკუთხედი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა. ევროპისკენ სწრაფვა, დემოკრატიული ღირებულებები, ეს არის ქართველი ერის გადაწყვეტილება და ჩვენ ამ კურსის ერთგული ვრჩებით. ის კლიშე, თითქოს არ შეიძლება ევროპისკენ წასვლა, თუ რუსეთთან არ არის დაძაბულობა, ეს კლიშე შევცვალეთ. რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია დავიწყეთ. ეს გაგრძელდება მომავალში. საქართველოს სჭირდება სტაბილური და მდგრადი პოლიტიკა", - აღნიშნავს მარგველაშვილი. მისივე განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" შარშან ქვეყანას ააცილა დაპირისპირება და ქვეყნის განვითარება აუცილებლად გაგრძელდება.
"27 ოქტომბერს კოჰაბიტაცია მთავრდება და ქვეყანას არ ეყოლება პრეზიდენტი, რომლის მიზანია ქვეყნის დისკრედიტაცია, სასამართლოში ჩარევა, აბსურდული ვეტოები. ეს მთავრდება 27 ოქტომბერს თქვეთან ერთად და თქვენი მეშვეობით. ამდენად მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც ჩართული იქნება საზოგადოებასთან თანამშრომლობაში და საზოგადოების პულსზე ეჭირება ხელი", - აცხადებს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი. მისივე ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბს დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005