BABAJANA

წყარო: ipn.ge, 12 აგვ 2013, ნახვები: 1386, კომენტარი: 0
http://i.imgur.com/PRFn6vy.jpg
photo © ipn.ge  
საქართველოში დაიმსხვრევა სტერეოტიპი, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ზე-კაცია, რომელიც ყველაფერს ჩვენს მაგივრად გადაწყვეტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ნოქალაქევში, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის , გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას განაცხადა. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი იქნება ყველას პრეზიდენტი.,
"ისევ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში ვხვდებით ერთმანეთს, ისევ გამარჯვებისთვის ვემზადებით. ჩვენი შეხვედრისთვის შევარჩიეთ ეს ისტორიული ადგილი, საიდანაც საქართველოს გამთლიანება დაიწყო. ქართულ საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მინდა წარვუდგინო "ქართული ოცნების" საპრეზიდენო კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ჩვენი საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელია და ევროპული ყაიდის ლიდერია. ვარღვევთ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებულ სტერეოტიპს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ზე-კაცია, რომელიც ყველაფერს ჩვენს მაგივრად გადაწყვეტს. ევროპაში ეს ასე არ არის. უნდა დავამსხვრიოთ ეს მახინჯი სტერეოტიპი. ქვეყნის პრეზიდენტად უნდა ავირჩიოთ ნამდვილად ევროპულად მოაზროვნე ადამიანი, რაც დაამთავრებს საქართველოში ერთი კაცის ჭკუაზე ქვეყნის მართვას, ერთი კაცის იმედად ყოფნას და ყველას დაანახებს, რომ ჩვენც შეგვიძლია დემოკრატიული პრინციპებით აზროვნება და სახელმწიფოს შენება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილი არასდროს გამოკიდებია თანამდებობას.
"ის ჩვენი საზოგადოების წევრია. ის ერთ-ერთი ჩვენგანია, რომელსაც მომდევნო 5 წლით ავირჩევთ და ხალხის სამსახურში ჩავაყენებთ. ის არასდროს გამოკიდებია თანამდებობას და მას მაღალი თანამდებობის გარეშეც ღირსეული ადგილი უჭირავს ჩვენ საზოგადოებაში. გიორგი მარგველაშვილი არის ჩვენი თანაგუნდელი და გამორჩეული ადამინი, რომელსაც არასდროს უღალატია პიროვნული თავისუფლებისთვის. ის არ ერიდება თამამ გადაწყვეტილებებს და გაბედული კაცია. მიუხედავად იმისა, რომ ის ახლოს იყო პოლიტიკასთან, ვერავინ დასწამებს, რომ პოლიტიკური ინტრიგების მონაწილე იყო. ის არც ერთი პარტიის წევრი არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველას ინტერესების დამცველი იქნება. ყველას პრეზიდენტი იქნება ჩვენი გიორგი", - აღნიშნა ივანიშვილმა.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005