BABAJANA

წყარო: ipn.ge, 07 მაისს 2013, ნახვები: 1190, კომენტარი: 0
http://i.imgur.com/J8zhxrd.jpg
photo © ipn.ge  
ლიტვის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას გივი თარგამაძის ექსტრადირებაზე უარი უთხრა. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2013 წლის 2 აპრილს ფაქსიმილიით და 2013 წლის 11 აპრილს დიპლომატიური არხების საშუალებით ლიტვის მთავარმა პროკურატურამ რუსეთის მთავარი პროკურატურიდან მიიღო მოთხოვნა სამართლებრივი დახმარების თაობაზე გივი თარგამაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადაციის შესახებ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომელიც განისაზღვრულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის მომზადება) და 212-ე მუხლის პირველი ნაწილის (გადატრიალება). გთავაზობთ ამონარიდს ლიტვის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან :
2013 წლის 19 მარტს გიორგი თარგამაძე გამოცხადდა ლიტვის რესპუბლიკის მთავარ პროკურატურაში და შემოიტანა განაცხადი, სადაც ის ხსნიდა, რომ ლიტვის რესპუბლიკაში მისი ვიზიტის დროს მასმედიის საშუალებით შეიტყო, რომ მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული ინტერპოლის არხების საშუალებით, რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მის მიმართ გამოცხადებული სისხლის სამართლებრივი დევნის გამო და აცხადებდა, რომ ეს სისხლის სამართლებრივი დევნა განპირობებული იყო პოლიტიკური მიზეზებით, რომელიც საქართველოს პარლამენტში მის საქმიანობას უკავშირდებოდა. იგი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი 2003 წლიდან, ამასთან 2003-2012 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე და ამჟამად ამავე კომიტეტის წევრი. გიორგი თარგამაძის მიხედვით, რუსეთის გადაწყვეტილება, დაეწყო მისი სისხლის სამართლებრივი დევნა, განპირობებული იყო რუსეთის ხელისუფლების მტრული დამოკიდებულებით მის მიმართ, რუსეთის ხელისუფლებისადმი მისი ოპოზიციური განწყობის გამო როგორც ომამდე ასევე ომის შემდეგ, ასევე სხვადასხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დემოკრატიულ პროცესებში მისი მონაწილეობის გამო.
ლიტვის კრიმინალური პოლიციის ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების მიერ მოწოდებული ინფორმაციის და 1957 წლის 13 დეკემბრის ექსტრადაციის ევროპული კონვენციის მე-16 მუხლის საფუძველზე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი თარგამაძე პირადად გამოცხადდა ლიტვის რესპუბლიკის მთავარ პროკურატურაში და აცნობა, რომ მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს არანაირი მონაცემი, რომ გიორგი თარგამაძე შეიძლება დაიმალოს და იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი მონაწილეობა ექსტრადაციის პროცესში, 2013 წლის 19 მარტს პროკურორმა მას დააკისრა იძულების შემდეგი ზომა: ვალდებულება, რომ გამოცხადდეს პერიოდულად პოლიციის განყოფილებაში და წარმოადგინოს ხელწერილია, რომ არ დატოვებს თავის საცხოვრებელს ლიტვაში, სადაც ამჟამად იმყოფება.
2013 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით, ლიტვის რესუბლიკის მთავარმა პროკურატურამ უარი თქვა საქართველოს მოქალაქე გიორგი თარგამაძის ექსტრადაციაზე რუსეთის ფედერაციისთვის ვინაიდან, ის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც გიორგი თარგამაძის მიმართ სისხლის სამართლევრივი დევნის დაწყების საფუძველი გახდა შეესაბამება ლიტვის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლის პირველ პარაგრაფს და 283-ე მუხლის მეორე ნაწილს და არ არის სისხლის სამართლის დანაშაული ლიტვის რესპუბლიკაში... ამ გარემოებების გათვალისწინებით, მთავარმა პროკურატურამ გონივრულად განაცხადა, რომ ქმედებები, რომლებშიც გიორგი თარგამაძეს ბრალი ედება არ წარმოადგნენს სისხლის სამართლის დანაშაულს ლიტვის რესპუბლიკაში და 1957 წლის 13 დეკემბრის ექსტრადიციის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის და ლიტვის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილის 1-ელი ქვეპუნქტის მიხედვით, მართებულად იქნა გადაწყვეტილი, რომ მისი ექსტრადიცია არ არის შესაძლებელი და უარი ეთქვა რუსეთის ფედერაციის მთავარი პროკურატურისთვის ექსტრადიციის შესახებ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლოსთვის მიწოდებული მონაცემების შეფასებისას, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გიორგი თარაგამაძე შეიძლება იდევნებოდეს რუსეთის ფედერაციაში პოლიტიკური მიზეზებითაც. ეს მტკიცდება ფაქტით, რომ რუსეთის ფედერაციის ინტერპოლის ეროვნული ბიუროს მიერ გიორგი თარგამაძეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება ზემოთაღნიშნულ დანაშაულებში მონაწილეობის გამო შეწყდა მას შემდეგ, რაც ინეტრპოლის მთავარმა სამდივნომ ცნო, რომ აღნიშნული ძებნა იყო პოლიტიკური მიზეზით და წინააღმდეგობაში მოდიოდა ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლთან, რომელიც სასტიკად უკრძალავს ორგანიზაციას პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური ან რასობრივი ხასიათის საქმეებში რაიმე ტიპის ჩარევას.
იგივე მიზეზით, გიორგი თარგამაძეზე ძებნა შეწყდა ლიტვის კრიმინალური პოლიციის ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მიერ, რომელიც აწარმოებდა ძებნას ლიტვის რესპუბლიკაში. ლიტვის რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის, 71-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 1-ელი ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო იღებს შემდგომ გადაწყვეტილებას:
იწონებს ლიტვის რესპუბლიკის მთავარი პროკურატურის მიერ 2013 წლის 15 აპრილს გამოცემულ გადაწყვეტილებას, რომ უარი ეთქვას რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქის გიორგი თარაგამაძის, დაბადებული 1968 წლის 23 ივლისს საქართველოში, მცხოვრები ქ. თბილისში, საქართველოში, ექსტრადიციაზე მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005